ტოკიოს მეტროპოლიტენი

ტოკიოს მეტროპოლიტენი (იაპონ. 東京の地下鉄) — იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში არსებული მეტროპოლიტენის სისტემა, რომელსაც ორი ოპერატორი „Tokyo Metro“ და „Toei Subway“ მართავს.

ტოკიოს მეტროპოლიტენი

მიმოხილვა
მშობლიური სახელი იაპონ. 東京の地下鉄
მდებარეობა ტოკიო, იაპონია
ტრანსპორტის ტიპი მეტროპოლიტენი
ხაზების რაოდენობა 13
სადგურების რაოდენობა 286
დღიური მგზავრთბრუნვა 10,786 მლნ (2018 წ.)
წლიური მგზავრთბრუნვა 3.921 მლრდ (2019 წ.)
ფუნქციონირება
ფუნქციონირების დაწყება 30 დეკემბერი, 1927
ოპერატორ(ებ)ი Tokyo Metro, Tokyo Metropolitan Bureau of Transportation (Toei)
ტექნიკური მახასიათებლები
სისტემის სიგრძე 304,1 კმ
ლიანდის ზომა 1067 მმ (გინძის, მარუნოუჩის, ასაკუსისა და ოესდოს ხაზებზე 1435 მმ, შინჯუკუს ხაზი 1372 მმ)
სისტემის რუკა

ქსელი რედაქტირება

ტოკიოში მეტროს ორი მთავარი ოპერატორია:

  • Tokyo Metro – ყოფილი „Teito Rapid Transit Authority“ (TRTA), რომლის პრივატიზებაც 2004 წელს განხორციელდა. ამჟამად ცხრა ხაზსა 180 სადგურს (სისტემის სიგრძე - 195,1 კმ) ემსახურება.[1]
  • Toei Subway – მართავს ტოკიოს აგლომერაციის მთავრობის სააგენტო - Tokyo Metropolitan Bureau of Transportation. ემსახურება ოთხ ხაზსა და 106 სადგურს (სისტემის სიგრძე - 109,0 კმ).[2]
ხაზის ფერი აღნიშვნა ხაზის ნომერი ხაზი იაპონური სახელი
Tokyo Metro
ნარინჯისფერი   ხაზი 3 გინძის ხაზი იაპონ. 銀座線
წითელი   ხაზი 4 მარუნოუჩის ხაზი იაპონ. 丸ノ内線
  (მარუნოუჩის ხაზი) განშტოება იაპონ. 丸ノ内線分岐線
ვერცხლისფერი   ხაზი 2 ჰიბიის ხაზი იაპონ. 日比谷線
ცისფერი   ხაზი 5 ტოძაის ხაზი იაპონ. 東西線
მწვანე   ხაზი 9 ჩიიოდის ხაზი იაპონ. 千代田線
ოქროსფერი   ხაზი 8 იურაკუჩოს ხაზი იაპონ. 有楽町線
იასამნისფერი   ხაზი 11 ჰანძომონის ხაზი იაპონ. 半蔵門線
ზურმუხტისფერი   ხაზი 7 ნამბოკუს ხაზი იაპონ. 南北線
ყავისფერი   ხაზი 13 ფუკუტოშინის ხაზი იაპონ. 副都心線
Toei Subway
ვარდისფერი   ხაზი 1 ასაკუსის ხაზი იაპონ. 浅草線
ლურჯი   ხაზი 6 მიტის ხაზი იაპონ. 三田線
სალათისფერი   ხაზი 10 შინჯუკუს ხაზი იაპონ. 新宿線
ლალისფერი   ხაზი 12 ოედოს ხაზი იაპონ. 大江戸線

სქოლიო რედაქტირება

  1. Corporate Information = Business Contents - Transportation Services - Business Situation. Tokyo Metro Co., Ltd. (March 31, 2015). ციტირების თარიღი: 2016-01-17.
  2. ja:東京都交通局ホーム - 経営情報 - 交通局の概要 - 都営地下鉄 Japanese. 東京都交通局 [Tokyo Metropolitan Bureau of Transportation] (April 1, 2015). ციტირების თარიღი: 2016-01-17.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება