ტოიო იტო (იაპონ. 伊東豊雄, Itō Toyo'o; დ.1 ივნისი, 1941) — იაპონელი არქიტექტორი, განთქმული თავისი უკიდურესად კონცეპტუალური პროექტებით, რომლებშიც ის ცდილობს ფიზიკური და ვირტუალური სამყაროების შერწყმას. ის ერთ-ერთი წამყვანი ექსპონენტია არქიტექტურაში, რომელიც ცდილობს თანამედროვე გაგებით „სიმულირებული“ ქალაქის საკითხების გადაჭრას. 2013 წელს მას მიენიჭა პრიცკერის არქიტექტურული პრემია.

ტოიო იტო

იტო დაიბადა სეულში, სამხრეთი კორეაში (იმჟამად იაპონიის კოლონია). 1965 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1965-1969 წლებში კიიონორი კიკუტაკეს სტუდიაში მუშაობის შემდეგ ის ტოკიოში აფუძნებს საკუთარ სტუდიას „Urban Robot“ (urobot) 1971 წელს. 1979 წელს სტუდიამ სახელი შეიცვალა „Toyo Ito & Associates, Architects“-ით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: