ტლატოანი (მრავ. ტლატოკი) (ნაუატ. tlàtoāni) — აცტეკების მეთაური. ნაჰუატლის ენაზე იგი ნიშნავს მოლაპარაკეს. აცტეკთა რწმენით ტლატოაკს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ღმერთებთან. მას არ ჰქონდა უფლება აბსოლუტური მმართველი ყოფილიყო, თუმცა შეეძლო არისტოკრათთა რჩევის მიღება ან უარყოფა. მას უფლება ჰქონდა გადაეცა ტახტი მემკვიდრეობით, მაგრამ არა პირდაპირ მემკვიდრეზე - ვაჟზე. ტლატოკები როგორც წესი წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და პოლიგამიას მისდევდნენ.

ჰუეი ტლატოანი — „დიდი მოლაპარაკე“ აცტეკებში იმპერატორთა ტიტული იყო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება