დონ დიეგო დე კასტრო ტიტუ კუსი იუპანკი (ახ. წ. 1529-1571) – ინკების ვილკაბამბას სამეფოს მმართველი, მანკო ინკა იუპანკის ვაჟი. ტახტზე ის 1560 წელს, მისი ნახევარ-ძმის – საირი ტუპაკის გარდაცვალების შემდეგ ავიდა და მართავდა 1571 წლამდე, სანამ პნევმონიით არ გარდაიცვალა.

მისი მმართველობისას, პერუს ვიცე-სამეფოს ვიცე-მეფე, ფრანსისკო დე ტოლედო აქტიურად ცდილობდა მასთან მოლაპარაკებას. ტოლედო სთავაზობდა ტიტუს დაეტოვებინა ქალაქი და პენსიაზე გასულიყო. საბოლოოდ მოლაპარაკება უაღრესად გამწვავდა და 1568 წელს ტიტუს კათოლიკედ მონათვლით დამთავრდა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება