ტირანია (ბერძ. τύραννος, τυραννίς) — თანამედროვე მნიშვნელობით არის დიქტატორული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გამოირჩევა თავისი სისასტიკით.

ტირანიის კლასიკური ფორმაა ერთპიროვნული მმართველობა, როდესაც კანონის უზენაესობის მაგიერ ქვეყანაში ან საზოგადოებაში მხოლოდ მმართველი პირის ნება-სურვილია გადაწმყვეტი. ასეთ ქვეყნებში მოქალაქეები არიან უუფლებო მდგომარეობაში, იმყოფებიან ტერორის ქვეშ.

თავდაპირველი მნიშვნელობით ტირანია აღნიშნავდა მონარქიის დამახინჯებულ ფორმას, როდესაც მონარქი სახელმწიფოს მართავდა მხოლოდ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და მის ქვეშევრდომებს ჩაგრულ მდგომარეობაში აყენებდა.

თანამედროვე ეპოქაში ტირანია წარმოადგენს ავტოკრატიისა და დიქტატურის სინონიმს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.