ტინდუფის პროვინცია

ტინდუფი (არაბულად: ولاية تندوف) — პროვინცია (ვილაიეთი) დასავლეთ ალჟირში. 2008 წლის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობს 58,193 ადამიანი. მიუხედავად უნაყოფო ლანდშაფტისა, ტინდიუფი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა რკინის მადანი გარა ჯებილეტში, მალისს საზღვართან. ალჟირის დამოუკიდებლობამდე, ტერიტორია ეკავა რამდენიმე მომთაბარე ტომთა კონფედერაციას.

ტინდუფის მდებარეობა ალჟირში

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
პროვინციის მუნიციპალიტეტების რუკა

პროვინცია შეიცავს ერთ რაიონს. პროვინციაში ცხოვრობს 58,193 ადამიანი. რაიონში შედის ორი კომუნა, ან მუნიციპლაიტეტი: ტინდიუფი და უმ-ელ-ასელი. ეს არის ერთადერთი პროვინცია ქვეყანაში, რომელშიც ერთი რაიონი და რამდენიმე მუნიციპალიტეტია.

სტრატეგიული მნიშვნელობა რედაქტირება

პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს ალჟირის არმიის სამხედრო და საჰაერო ძალების ბაზები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია მაროკოს საზღვართან სიახლოვის გამო, ამ ტერიტორიაზე ოთხი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის ადგილია. ტინდუფი ბეშართან ერთად იყო ბრძოლის ველი მაროკოს და ალჟირს შორის 1963 წელს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

http://www.andi.gov.dz/fr/PDF/MONOGRAPHIE/Tindouf.pdf[მკვდარი ბმული] (ფრანგული)