ტილაბერის რეგიონი

ტილაბერის რეგიონი (ფრანგ. Tillabéri) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 97 251 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 722 482 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 27,99 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტილაბერი.

რეგიონი
ტილაბერის რეგიონი
ფრანგ. Tillabéri
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ადმ. ცენტრი Tillabéri
შიდა დაყოფა Filingué Department, Kollo Department, Ouallam Department, Say Department, Téra Department და Tillabéri Department
კოორდინატები 14°13′00″ ჩ. გ. 1°27′00″ ა. გ. / 14.21667° ჩ. გ. 1.45000° ა. გ. / 14.21667; 1.45000
ფართობი 97 251 კმ²
მოსახლეობა 2 722 482 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 27,99 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ტილაბერის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — ნიამეი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი.

გეოგრაფია რედაქტირება

ტილაბერის რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ-დასავლეთში. მისგან ჩრდილოეთით გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი მალისთან, დასავლეთით — ბურკინა-ფასოსთან, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — ბენინთან. ტილაბერის რეგიონიდან აღმოსავლეთით მდებარეობს ნიგერის ტაჰუის რეგიონი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — დოსოს რეგიონი.

ტილაბერის რეგიონში მიედინება მდინარე ნიგერი და მისი შენაკადები გორუოლი, ინ-ატესი, სირბა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
ტილაბერის რეგიონის დეპარტამენტები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 6 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი ტილაბერი).[2]

ფილინგის დეპარტამენტი (Filingué):

  • ფართობი: 26 217 კმ²
  • მოსახლეობა: 553 127 ად. (2011 წელი)

კოლოს დეპარტამენტი (Kollo):

  • ფართობი: 10 002 კმ²
  • მოსახლეობა: 443 371 ად. (2011 წელი)

უალამის დეპარტამენტი (Ouallam):

  • ფართობი: 22 093 კმ²
  • მოსახლეობა: 383 632 ად. (2011 წელი)

საის დეპარტამენტი (Say):

  • ფართობი: 14 430 კმ²
  • მოსახლეობა: 316 439 ად. (2011 წელი)

ტერის დეპარტამენტი (Téra):

  • ფართობი: 15 794 კმ²
  • მოსახლეობა: 579 658 ად. (2011 წელი)

ტილაბერის დეპარტამენტი (Tillabéri):

  • ფართობი: 8715 კმ²
  • მოსახლეობა: 295 898 ად. (2011 წელი)

სქოლიო რედაქტირება

  1. Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  2. Institut National de la Statistique du Niger: Annuaire statistique des cinquante ans d’indépendance du Niger, p.49