ტიბოს ოჯახი (ფრანგ. Les Thibault) — ფრანგული კრიტიკული რეალიზმის წარმომდაგენლის როჟე მარტინ დიუ გარის (1881-1958) რომანი.

რომანში მოქმედება ვითარდება ორი ოჯახის, ტიბოსა და ფონტანენების გარშემო. დაპირისპირებულია ორი ძმის ხასიათი: ანტუანი ნიჭიერი, ახალგაზრდა კაცია, რომელმაც მთელი ცხოვრება შესწირა საკუთარ სამუშაოს. მისთვის უცხოა სიყვარულის მცნება და არ აღიარებს ღვთის არსებობასაც კი. ჟაკ ტიბო კი პირიქით, ის თავს სწირავს ჰუმანურ პრინციპებს და პროტესტს უცხადებს ძალადობას, ბურჟუაზიას — რომლის ნაწილიც სულ თავისუფალდ შეეძლო ყოფილიყო. მეშვიდე თავიდან აღწერილია ომის ამბები. მწერალმა სწორედ ომის დაწვრილებითი, რეალისტური აღწერის გამო მიიღო ნობელის პრემია.

მესამე ნაწილი წარმოადგენს ანტუან ტიბოს სიკვდილისწინა წერილებსა და ჩანაწერებს. ორივე ძმა მსხვერპლი ხდება ომისა, ერთი - შეგნებულად, მეორე - მისდაუნებურად.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. თბილისი „მერანი“ 1976 პირველი გამოცემა. თარგმანი ნუნუ ქადეიშვილისა დ ((70304-54)/(m604(08)-75)) 74-75