ტიბეტური დამწერლობა

ტიბეტური დამწერლობა ერთ-ერთია ინდური დამწერლობებიდან; მათ მსგავსად, ტიბეტურიც გარდამავალია ანბანსა და სილაბურს შორის და წარმოადგენს ე. წ. აბუგიდას, თუმცა ძირეულად განსხვავდება სხვა ინდური დამწერლობებისაგან თავისი მარცვლების სტრუქტურით. ტიბეტური დამწერლობა ძირითადად გამოიყენება ტიბეტური ენის ჩასაწერად ტიბეტში, ასევე ძონგკხას ჩასაწერად ბჰუტანში. ტიბეტური დამწერლობით იწერება ასევე ტიბეტელი ბუდისტების წმინდა ტექსტები.

ტიბეტური დამწერლობა
ტიპი: Abugida
ენები: ტიბეტური ენა, ძონგკხა, ლადახი
დროის პერიოდი: 650-დან დღემდე
ISO 15924 კოდი: Tibt

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება