ტვინი კოლბაში — ფილოსოფიაში სახესხვაობა აზრითი ექსპერიმენტებისა, რომლებიც აჩვენებს იმას, რომ რეალობის აღქმაში ადამიანი მთლიანად დამოკიდებულია თავის სუბიექტურ შეგრძნებებზე. ეს აზრითი ექსპერიმენტი ხშირად გამოიყენება სკეპტიციზმის საილუსტრაციოდ.[1]

კოლბაში მოთავსებული ტვინი

აზრითი ექსპერიმენტი რედაქტირება

ზოგადად, ექსპერიმენტის არსი მდგომარეობს სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელ იდეაში, რომ ვინმე ცნობისმოყვარე მეცნიერმა შეიძლება საცდელი ადამიანის სხეულიდან გამოყოს ტვინი, მოათავსოს იგი მკვებავი ნივთიერებებით სავსე კოლბაში და ნეირონები შეართოს კომპიუტერთან, რომელიც წარმოშობს ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც იდენტურია სხეულში ყოფნისას ტვინის მიერ მიღებული ელექტრული იმპულსებისა, აგრეთვე რეაგირებს ტვინის მიერ გამოგზავნილ ნერვულ იმპულსებზე. კომპიუტერს შეუძლია ვირტუალური რეალობის სიმულირება, ამგვარად ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის ტვინი, სხეულის არქონის მიუხედავად, ძველებურად შეიცნობს თავის არსებობას და კომპიუტერის მიერ შექმნილ გარესამყაროს რეალურ სამყაროდ მიიჩნევს.

აზრითი ექსპერიმენტი, რომელმაც მიიღო სახელწოდება „ტვინი კოლბაში“, ეკუთვნის ჰილარი პატნემს. ჯორჯ ბერკლის სუბიექტური იდეალიზმის ერთგვარი „ფიზიოლოგიური მოდელი“.

ფიქციაში რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დილოსოფია
მეცნიერება

სქოლიო რედაქტირება