ტექნიკური ტერმინოლოგია

ტექნიკური ტერმინოლოგია — რაიმე პროფესიის ან სხვა საქმიანობის (მაგ. ჰობის, სპორტის ან ინდუსტრიის რომელიმე სეგმენტის) სპეციალიზებული ლექსიკონია. ზოგან ტექნიკური ტერმინოლოგია ჟარგონად მოიხსენიება, ან, განსაკუთრებით იურისპრუდენციაში, ხელოვნებათა ტერმინებად იწოდება.

ფრაზა ინდუსტრიული ტერმინი იგივეა რაც ტექნიკური ტერმინოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ტერმინს აქვს გარკვეული მნიშვნელობა სპეციფიკური ინდუსტრიის სფეროში.

ჟარგონს შეიძლება ცოტა არ იყოს დამაკნინებელი მნიშვნელობაც ჰქონდეს, ხოლო ფრაზა ინდუსტრიული ტერმინი მიუთითებს, რომ ესა თუ ის სიტყვა ან ფრაზა ტიპურია ერთი რაიმე ინდუსტრიისა ან ბიზნესისთვის და ამ ინდუსტრიის ან ბიზნესის წრეში მყოფი ხალხისთვის ამ ტერმინებს გასაგები მნიშვნელობა აქვს.

ზუსტი ტექნიკური ტერმინები და მათი განსაზღვრებები ფორმალურად მიღებულია, დოკუმენტირებულია და საკუთარ სფეროში სწავლების საგანია. სხვა ზოგადი ტერმინები უფრო კოლოკვიალურ[1] ხასიათს ატარებს და უფრო სლენგს ემსგავსება. საზღვარი ფომალურსა და სლენგურ ჟარგონს შორის საკმაოდ არამყარია — ტერმინები დროდადრო სლენგიდან ფორმალურ ხასიათს იღებენ ან პირიქით. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ინგლისურში, რომელიც მოწინავეა ახალი ტექნიკური ტერმინების გამოგონებასა და ათვისებაში. მაგ. სიტყვა ფაირვოლი (კომპიუტერულ ქსელის მოწყობილობა, რომელიც ოფისის ქსელს ფილტრავს) თავიდან ტექნიკური სლენგი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ასეთმა მოწყობილობამ ფართო ათვისება ჰპოვა და ყველასათვის გასაგები გახდა, ეს სიტყვა ფორმალური ტერმინი გახდა.

ტექნიკური ტერმინი ჩნდება რაიმე სფეროს ექსპერტთა მიერ ზუსტი მნიშვნელობით კომუნიკაციის საჭიროების გამო, თუმცა ამის არასასურველი ეფექტი ისაა, რომ ამ სფეროს გარეთ მყოფთათვის ამ ჯგუფის სპეციალიზებული ენა გაუგებარი ხდება. ეს შეიძლება პრობლემატური გახდეს, მაგ. როცა პაციენტს აღარ ძაულძს მედიკოსთა დისკუსიის აზრს ჩაწვდეს და ვერ მიხვდეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის დანიშნულებას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

  • ტერმინოლოგია
  • ტექნიკური ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული) რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით. თბ.: გამომცემლობა „მეცნიერება“, 1977. - 521 გვ.
  • ტექნიკური ტერმინოლოგია (ქართულ-რუსული) რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით. თბ.: გამომცემლობა „მეცნიერება“, 1982. - 568 გვ.
  • მ. ჭაბაშვილი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბ.: 1964. - 434 გვ.
  • ნ. ი. ალექსიშვილი, გ. შ. ქოჩლაძე-ახალაია. არქიტექტურულ-სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი. თბ.: 1986. -157 გვ.
  • ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი (ონლაინვერსია).
  • სამოქალაქო განათლების ლექსიკონი (ონლაინვერსია).
  • საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი (ონლაინვერსია).
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი: (3 ტომად) / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I გამოც. - თბ.: გამომცემლობა „ფანტაზია“, 2006.
  • სილაგაძე ა. ეკონომიკური ლექსიკონი. თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001. - 676 გვ.
  • ქართულ სინონიმთა ლექსიკონი / შეადგინა ა. ნეიმანმა. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559 გვ.
  • გ. ჯოლია. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. სტუ, საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსისტეტი“. თბ.: 2008. -102 გვ.
  • თ. მარგალიტაძე, გ. მელაძე, გ. ხუნდაძე. ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი. თბ.: 2009. ონლაინ-ვერსია
  • საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი / გ. გიორგიძე, გ. კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157 გვ.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი / საქ. ეროვნ. მუზეუმი; (ავტ.: გ. არჩვაძე და სხვ.). - თბ. : გამომც. „მერიდიანი“, 2012. - 602 გვ.
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / (სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია) - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ.
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; (შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე) - თბ.: 2004. - 483გვ.
  • ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია. შემდგენლები: პ. გუგუშვილი, ვ. ჩანტლაძე, ლ. ჩიქავა, ა. კოშკელაშვილი, თბ.: 2001.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კოლოკვიალიზმი. ციტატა: „კოლოკვიალიზმი (ინგლ. Colloquialism) — გამოთქმა, რომელიც არაფორმალურ მეტყველებაში იხმარება. იგი არც ჟარგონია, არც დიალექტი და არც სლენგი. ეს არის ზეპირი, არაფორმალური მეტყველებისას გამარტივებული და სახეშეცვლილი სიტყვა. მაგალითად, გამოთქმა „გაუ“ „გაუმარჯოს“ ნაცვლად არის კოლოკვიალიზმი“ ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.[მკვდარი ბმული]