ტეტეს პროვინცია (პორტ. Tete) — პროვინცია მოზამბიკში.

პროვინცია
ტეტეს პროვინცია
პორტ. Tete
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ადმ. ცენტრი ტეტე
შიდა დაყოფა Angónia District, Cahora-Bassa District, Changara District, Chifunde District, Chiuta District, Dôa district, Macanga District, Magoé District, Marávia District, Moatize District, Mutarara District, Tsangano District და Zumbo District
კოორდინატები 16°00′00″ ს. გ. 33°00′00″ ა. გ. / 16.00000° ს. გ. 33.00000° ა. გ. / -16.00000; 33.00000
ფართობი 100 724 კმ²
მოსახლეობა 1 801 528 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 17,89 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]]
ოფიციალური საიტი https://www.tete.gov.mz/

ტეტეს პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილო-დასავლეთით. მისგან აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და მალავის შორის, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით — სახელმწიფო საზღვარი ზამბიასთან, დასავლეთით — საზღვარი ზიმბაბვესთან. ტეტეს სამხრეთით ესაზღვრება მანიკის, სოფალისა და ზამბეზიის პროვინციები.

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტეტე (101 984 ადამიანი 1996 წლის მონაცემებით). ტეტეს პროვინცია იყოფა 11 რაიონად და 3 ოლქად. ფართობი — 100 724 კმ². მოსახლეობა — 1 801 528 ადამიანი (2007).

პროვინციის ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტია მოპანეს ტევრი და ბალახიანი მდელოები. ტეტეში მიედინება მდინარე ზამბეზი, რომელიც ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ხელოვნურ ტბას — კახორა-ბასას.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა (მოსახლეობის 3/4-ზე მეტისთვის) არის სოფლის მეურნეობა. წარსულში აქ ძირითადად ბამბა მოჰყავდათ; ამჟამად მისი ადგილი თამბაქომ დაიკავა. მხოლოდ 2003-2006 წლებში თამბაქოს წარმოება პროვინციაში 2-ჯერ გაიზარდა. ტეტეში აგრეთვე არის ქვანახშირის, ბოქსიტის, ოქროს, რკინის, ნიკელის, სპილენძის და სხვა სასარგებლო წიაღისეულების საბადოები.

ტეტეს პროვინცია ძლიერ დაზიანდა მოზამბიკის სამოქალაქო ომის დროს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება