ტერმინოლოგია (ტერმინი და logos ლოგია) — მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რომელიმე დარგში ხმარებულ ტერმინთა ერთობლიობა. სიტყვა „ტერმინოლოგია“ ტერმინოლოგიური ლექსიკონის სინონიმადაც იხმარება. ტერმინოლოგიის განვითარებას მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარება განაპირობებს.

საქართველოში ტერმინოლოგიის ისტორია სათავეს იღებს ქართული მწერლობის შექმნის დასაწყისიდანვე; მისი აღმავლობა X–XII საუკუნეებიდან იწყება. მეცნიერულ პრინციპებზე დამყარებული ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში 1921-დან დაიწყო. ამ დროიდან ტერმინოლოგიური საკითხების შესწავლას ხელმძღვანელობდა განსახკომთან არსებული „სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო“, 1926-დან - „ცენტრალური სამეცნიერო ტერმინოლოგიური კომიტეტი“, რომელიც 1936-დან სპეციალური სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებად გადაკეთდა. ეს განყოფილება 1941-დან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შემადგენლობაშია. გამოქვეყნებულია (1985) 50-მდე ტერმინოლოგიური ლექსიკონი მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

ტერმინოლოგია, როგორც დისციპლინა ენათესავება თარგმნას და მის გვერდიგვერდ ისწავლება უნივერსიტეტებსა თუ თარგმნის სკოლებში. დიდ თარგმანების განყოფილებებს ან ბიუროებს, როგორც წესი, აქვს ტერმინების განყოფილება, რომელიც ტერმინებზე კვლევას აწარმოებს.

დანიშნულების ან კონტექსტის მიხედვით ტერმინოლოგიის რამდენიმე დაჯგუფება არსებობს:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება