ტერი გუდკაინდი (ინგლ. Terry Goodkind; დ. 1 მაისი, 1948 — გ. 17 სექტემბერი, 2020) — თანამედროვე ამერიკელი მწერალი. ავტორი ციკლისა „ჭეშმარიტების მახვილი“, რომელში შემავალი წიგნებიც გამოქვეყნებულია გამომცემლობა Tor Books-ის მიერ 10 მილიონიანი ტირაჟით, და რომლებიც მსოფლიოს 20 სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი. ამ წიგნების მიხედვით 2008 წელს გადაიღეს სერიალი „ლეგენდა მაძიებელზე“.

ტერი გუდკაინდი
ინგლ. Terry Goodkind
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1948(1948-01-11)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ომაჰა, ნებრასკა
გარდაცვალების თარიღი 17 სექტემბერი, 2020(2020-09-17)[6] [7] [8](72 წლის)
გარდაცვალების ადგილი Boulder City[2]
საქმიანობა მწერალი და რომანისტი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი Omaha Benson High School Magnet და Omaha Central High School
ჟანრი ფენტეზი
Magnum opus ჭეშმარიტების მახვილი
გავლენა მოახდინეს
საიტი terrygoodkind.com

ბიოგრაფია რედაქტირება

გუდკაინდი დაიბადა 1948 წელს და გაიზარდა ომაჰაში (ნებრასკას შტატი), სადაც მან დაამთავრა ხელოვნების სკოლა. კოლეჯის მიტოვების შემდეგ გუდკაინდი დურგლად მუშაობდა, აწარმოებდა ვიოლინოებს და რესტავრაციას უკეთებდა იშვიათ ნივთებს, ეკზოტიკურ არტეფაქტებსა და ანტიკვარიატებს. მწერლის კარიერის დაწყებამდე გუდკაინდი ცნობილი იყო თავისი ნახატებით, რომლებზეც ის ზღვასა და ველურ ბუნებას გამოსახავდა. 1983 წელს თავის ცოლთან, ჯერისთან, ერთად გაემგზავრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკის მთებში და იქ, ტყეში, ოკეანის მახლობლად, აიშენა სახლი, რომელშიც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. 1993 წელს მან დაიწყო თავისი პირველი რომანის, „ჯადოქრის პირველი წესის“, წერა. გუდკაინდების ოჯახს ასევე აქვს მეორე სახლი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, უდაბნოში, სადაც ამჟამად დიდ დროს ატარებენ.

კარიერა რედაქტირება

 
ტერი გუდკაინდი ავტოგრაფების სესიაზე „ჯადოქრის მეცხრე წესის“ გამოსვლასთან დაკავშირებით

1993 წელს დაიწყო თავისი პირველი რომანის, „ჯადოქრის პირველი წესის“, წერა. წიგნი წარმოუდგენელი წარმატებით გაიყიდა. პირველი პერსონაჟი, რომელიც გუდკაინდმა მოიგონა, იყო აღმსარებელი კალანი. 1994 წელს ამ ნაწარმოების პუბლიკაციიდან იწყება ტერი გუდკაინდის მწერლის კარიერა.

2010 წლის აპრილში გუდკაინდმა ხელი მოაწერა Tor Books-თან კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებდა სამი ახალი რომანის გამოშვებას[9]. პირველი წიგნი გახდა რომანი რიჩარდსა და კალანზე — „წინასწარმეტყველების მანქანა“. წიგნი გამოვიდა 2011 წლის 1 აპრილს ტერი გუდკაინდის ოფიციალურ საიტზე.[10] 2012 წლის ივლისში გამოვიდა მეორე წიგნი — „ლეგენდა მაგდა სირუსზე“, რომელმაც დაიწყო წიგნების ახალი სერია „ლეგენდა მაგდა სირუსზე“ და რომელიც ავტორმა გამოსცა დამოუკიდებლად, გამომცემლობების დაუხმარებლად. მარტში მწერლის ოფიციალურ ანგარიშზე Facebook სოციალური ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია „რიჩარდისა და კალანის“ სერიის მეორე წიგნის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით. 2013 წლის 20 აგვისტოს გამოვიდა „რიჩარდისა და კალანის“ სერიის მეორე წიგნი სახელწოდებით „მესამე სამეფო“, რომელიც „წინასწარმეტყველების მანქანის“ სიკველი გახდა.[11][12] 2014 წლის 5 აგვისტოს გამოვიდა წიგნი „დაშორებული სულები“. 2015 წლის ნოემბერში იგეგმება „რიჩარდისა და კალანის სერიის“ უკანასკნელი რომანის, „ომის გულის“ გამოსვლა.[13]

ნამუშევრები რედაქტირება

მწერალმა თავისი შემოქმედება მთლიანად მიუძღვნა თემას „ჭეშმარიტების მახვილი“ და ამ სამყაროს პერსონაჟებს. შექმნა რომანების ოთხი სერია. ნამუშევრები მოყვანილია რომანის მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. წიგნების გამოსვლის თარიღები მითითებულია აშშ-ისთვის.

სერია „პირველი აღმსარებელი“ რედაქტირება

სერია „ჭეშმარიტების მახვილი რედაქტირება

ანთოლოგია „ლეგენდისთვის“ (1998), რობერტ სილვერბერგის რედაქციით, გუდკაინდმა დაწერა თხზულება „წინაპართა ვალი“. ნაწარმოების მოქმედება მიმდინარეობს ჭეშმარიტების მახვილის სამყაროში, სერიის რომანების მოვლენებამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე. 2001 წელს თხზულება ცალკე წიგნად გამოიცა.

სერია „რიჩარდი და კალანი“ რედაქტირება

სერია „თანამედროვე ფანტასტიკა“ რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (not translated to mul), (not translated to mul), (not translated to mul) et al. Facebook — 2020.
  2. 2.0 2.1 The New York Times / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2020. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  3. Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  4. NooSFere — 1999.
  5. NNDB — 2002.
  6. https://www.facebook.com/terrygoodkind/posts/10157300152281822
  7. https://www.tor.com/2020/09/17/terry-goodkind-sword-of-truth-wizards-first-rule-death-obituary/
  8. Babelio — 2007.
  9. Goodkind inks three book deal with Tor
  10. New Richard and Kahlan Novel Announced. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-01. ციტირების თარიღი: 2013-01-03.
  11. 11.0 11.1 ინფორამცია „მესამე სამეფოს“ გამოსვლის შესახებ ავტორის ოფიციალურ ანგარიშზე
  12. ინფორმაცია „მესამე სამეფოს“ გამოსვლის ახალი თარიღის შესახებ ავტორის ოფიციალურ ანგარიშზე
  13. 13.0 13.1 ტერი გუდკაინდი წერს რომანს „ომის გული“
  14. Severed souls. ტერი გუდკაინდის ახალი რომანი? (12 დეკემბერი 2013 წ.