ტერენტი გრანელის ქუჩა

ტერენტი გრანელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას მოედნიდან რკინიგზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ლუთერანთა შესახვევი (გერმანელ ლუთერანთა სასაფლაოს გამო, რაიონიც ქუჩას ჩრდილოეთ დასავლეთით ესაზღვრებოდა), 1923 წელს 9 იანვრის ქუჩა დაერქვა (იხ. 9 იანვრის სისხლიანი კვირა). 1990 წელს ტერენტი გრანელის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია (1996-1997 წლები) და დგას მაქსიმ გორკის ძეგლი. ქუჩას აქვს 1 შესასვლელი, 1 ჩიხი.

ტერენტი გრანელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ახალი კუკია
წინა სახელები ლუთერანთა შესახვევი, ცხრა იანვრის ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება