ტერენს ტაო (ჩინ.: 陶哲軒; კანტონური გამოთქმა: tòuh jit hīn; მანდარინზე: Táo Zhéxuān; დ. 17 ივლისი, 1975) — წარმოშობით ჩინელი ავსტრალიასა და აშშ-ში მოღვაწე მათემატიკოსი; მუშაობს ჰარმონიულ ანალიზში, კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებში, კომბინატორიკაში, ანალიზურ რიცხვთა თეორიასა და წარმოდგენის თეორიაში. კალიფონიის უნივერსიტეტმა ლოს-ანჯელესში მას მათემატიკის სრულუფლებიანი პროფესორის წოდება მიანიჭა 24 წლის ასაკში, სადაც ის დღემდე იმყოფება. 2006 წელს მისი წვლილისთვის მათემატიკაში ფილდზის მედლით დაჯილდოვდა.

ტერენს ტაო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება