ტენერეუდაბნო სამხრეთ-ცენტრალურ საჰარაში. მოიცავს ფართო, ქვიშიან სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიდან ჩადის დასავლეთ ნაწილამდე. ფართობი შეადგენს 400 000 კმ²-ს. დასავლეთით ესაზღვრება აირის მთები, ჩრდილოეთით აჰაგარის მთები, ჩრდილო-დასავლეთით ჯადოს პლატო, აღმოსავლეთით ტიბესტის მთები, სამხრეთით კი ჩადის ტბის აუზი.

აირის მთებისა და ტენერეს ბუნების ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 573
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მდებარეობა

უდაბნოს ჰავა ექსტრემელურად ცხელია, პრაქტიკულად არ გვხვდება არანაირი მცენარე. ზაფხულში ტემპერატურა 42 °C-ს აღწევს. ნალექების წლიური რაოდენობა 25 მმ-ს შეადგენს.

სახელწოდება მოდის ტუარეგის ენიდან და ნიშნავს „უდაბნოს".

1991 წელს, აირის მთები და ტენერეს ბუნების ნაკრძალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 573
ინგლ.რუს.ფრ.