ტემზლინკი (ინგლ. Thameslink) — ორმოცდაათსადგურიანი ბრიტანული რკინიგზის ხაზი, რომლის სიგრძე 225 კმ-ს (140 მილი) შეადგენს. იგი იწყება ბედფორდში და სნოუ ჰილის გვირაბის (ცენტრალური ლონდონი) გავლით, ბრაიტონში მთავრდება. ხაზი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მარშრუტად ითვლება და ემსახურება ისეთ აეროპორტებს, როგორიცაა გატვიკი და ლუტონი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება