ტბის თოლია (ლათ. Larus ridibundus) — ფრინველი თოლიასნაირთა ოჯახისა. გვხვდება ევროპაში, აზიასა და კანადის სანაპირო რაიონებში. ძირითადად გადამფრენია, იზამთრებს სამხრეთში, თუმცა ზოგჯერ დასავლეთ ევროპაშიც ბუდობს. გვხვდება უმეტესწილად მტკნარი წყალსატევების პირზე კოლონიებად, სადაც მათი რაოდენობა ათასობითაა და ამ პირობებში მეტად აქტიურობენ. დამახასიათებელია მომრგვალო თავი და ვიწრო ნისკარტი. სხეულის სიგრძე 35-39 სმ, ფრთების შლილი 86-99 სმ, წონა 200-350 გ. სქესობრივად მწიფდება მე-2 წელს. ბუდობს ზომიერი კლიმატის პირობებში. იკვებება თევზით, მწერებით, ჭიებითა და სხვ.

ტბის თოლია


მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Larus ridibundus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 144217
გავრცელება

XIX-XX საუკუნეებში დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპაში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარებასთან ერთად ტბის თოლიების არეალი საგრძნობლად გაიზარდა. ევროპაში გავრცელების არეალი მიუყვება საფრანგეთის სამხრეთ საზღვარს, გადის მდინარე პოს ხეობაზე და გრძელდება იტალიაში, სერბეთში, ბულგარეთში, მიუყვება შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვას. ადგილ-ადგილ გვხვდება პირენეს ნახევარკუნძულის ცენტრალურ და ხმელთაშუაზღვისაპირეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ბუდობს კუნძულ კორსიკაზე, სარდინიასა და სიცილიაში, ბრიტანეთისა და ფარერის კუნძულებზე, აგრეთვე სკანდინავიაში ზღვის სანაპირო რაიონამდე. გვხვდება აზიაშიც, მათ შორის რუსეთში. ტბის თოლია გვხვდება საქართველოშიც.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება