ტაჰუა (ფრანგ. Tahoua) — ცენტრალური ნიგერის, ტაჰუის დეპარტამენტის და ტაჰუის რეგიონის უდიდესი ქალაქი[1]. 2012 წლის აღწერის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 117 826 ადამიანს[2]. ტაჰუა მდებარეობს საჰელში და ტაჰუის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია.

ქალაქი
ტაჰუა
ფრანგ. Tahoua
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
რეგიონი (ნიგერი)|ნიგერის რეგიონები | რეგიონი ტაჰუა
კოორდინატები 14°53′25″ ჩ. გ. 5°16′04″ ა. გ. / 14.89028° ჩ. გ. 5.26778° ა. გ. / 14.89028; 5.26778
ცენტრის სიმაღლე 381
მოსახლეობა 117 826 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
ტაჰუა — ნიგერი
ტაჰუა
ბავშვები «ტაჰუის ფესტივალის» ძეგლთან

თანამედროვე ტაჰუა რედაქტირება

დღეისათვის ტაჰუა მთავარი ეკონომიკური ცენტრია, სადაც ერთად ცხოვრობენ ტუარეგები და ფულბეს ხალხი. ქალაქის რაიონში მოიპოვება ფოსფატები. ქალაქში ფუნქციონირებს ტაჰუის აეროპორტი, რომელიც დიდი სატრანსპორტო კვანძია ქალაქ აგადესსა და ნიამეის შორის.

კლიმატი რედაქტირება

ქალაქის კლიმატი ნახევრადუდაბნოს სუბეკვატორულია, ნალექები იშვიათობაა (დაახლოებით 350 მმ).

ძირითადი ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობებია მეჩეთები, ბაზარი.

2007 წლის ამბოხი რედაქტირება

2007 წელს დაწყებული ტუარეგების მეორე აჯანყება შეეხო ტაჰუასაც, რომელიც ამ ხალხის მთავარი ქალაქია. საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ტურისტული ნაკადების რაოდენობა აშშ-დან და ევროპიდან პრაქტიკულად ნულამდე დავიდა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Tahoua, Niger Page. Falling Rain Genomics, Inc. 1996—2004
  2. Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.