ტატა ნანო (Tata Nano) — მიკროავტომანქანა, რომელსაც ინდური კომპანია ტატა მოტორსი აწარმოებს. მოდელი კომპანიამ ნიუ-დელიში გამართულ ავტომანქანების ექსპოზიციაზე წარმოადგინა 2008 წლის 10 იანვარს.

ტატა ნანო

ტატა გრუპის ხელმძღვანელის განცხადებით ნანო 4,55 ლიტრს წვავს 100 კმ-ში ქალაქურ პირობებში, და 3, 85 ლიტრს ავტოსტრადაზე. ეს მანქანა კომპანიის მტკიცებით დღემდე ყველაზე იაფი სერიული ავტომანქანა იქნება და 100.000 რუპია ეღირება (აშშ$2.500).