ტარონიტები (ბერძ. Ταρωνίτης) — სომხური წარმომავლობის მქონე არისტოკრატიული საგვარეულო ბიზანტიის იმპერიაში. ბაგრატუნების დინასტიის ტარონის განშტოება. საგვარეულოს საფუძველი ტარონის მთავრება, ძმებმა გრიგორი და ბაგრატმა (პანკრატიოსი) დაუდეს, რომლებაც 968 წელს საიმპერატორო კარზე მაღალი თანამდებობების და მამულების სანაცვლოდ საკუთარი სამთავრო იმპერატორს გადასცეს. X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში დაწინაურდნენ როგორც სამხედრო არისტოკრატია. ამავე პერიოდში საგვარეულო მიხეილ ტარონიტის მეშვეობით დაუნათესავდა კომნენოსების დინასტიას. მიხეილმა ალექსი I კომნენოსის (1056  1118) და, მარიამი შეირთო ცოლად. XII საუკუნიდან ტარონიტები გახდნენ სამოქალაქო ბიუროკრატები, უმრავლესობა მათგანი დაწინაურდა კონსტანტინოპოლის კარზეც. 1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შედეგად საგვარეულომ დაკარგა სტატუსი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Cheynet, Jean-Claude (1990). Pouvoir et Contestations à Byzance (963–1210) (French). Paris: Publications de la Sorbonne. ISBN 978-2-85944-168-5. 
  • Kazhdan, Alexander (1991). „Taronites“. In Kazhdan, Alexander (ed.). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. pp. 2012–2013. ISBN 0-19-504652-8.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Mommaerts-Brown, Stanford, Foundations 2:2 (Foundation for Medieval Genealogy FMG.ac/, 2008), pp. 158-62, ISSN = 1479-5078 1479-5086, citing Psellos.