ტარკილის მღვიმე
ტარკილის მღვიმე — ბუნებრივი მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოფელ დურიფშის მიდამოებში, მდინარე გუდოუს აუზში, ზღვის დონიდან 215 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედა მეოთხეულ შეცემენტებულ კონგლომერატებში. ჯამური სიგრძე 235 მეტრი, საშუალო სიმაღლე და სიგანე — 2-3 მ. ტარკილის მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტური ნაღვენთები, მათ შორის კალციტის შთენილი ქერქი. მღვიმეში გაედინება ნაკადი.
ლიტერატურა რედაქტირება
- ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 661.