ტარიელ ლელუაშვილი

ტარიელ ლელუაშვილი (დ. 6 მარტი, 1944) — ქართველი ინჟინერი. საქართველოს დამსახურებული მშენებელი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა დნეპროპეტროვსკის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერია ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სარკინიგზო ნაგებობათა და სალიანდაგო მშენებლობის სპეციალობით.

1967 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის სპეციალიზებულ ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" თბილისის სამშენებლო სამმართველოში; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, ტრესტის N131 სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1992 წლიდან სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის, სარკინიგზო ვაგზლების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, რკინიგზის N1 და N2 საავადმყოფოების, თემქისა და მუხიანის მასივებში დარგის თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას;

საქართველოში სატრანსპორტო კომპლექსების მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აფხაზეთის ომის პერიოდში აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის :

ჯილდოები რედაქტირება

დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 341
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 6, თბ., 2003, გვ. 175

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება