სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტარბი.

ტარბი (ლათ. Pastor [Sturnus] roseus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეული სიგრძე 23 სმ აღწევს. ვარდისფერია, თავი, ფრთები და ბოლო მოლურჯო-შავი აქვს. გავრცელებულია ველებისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში — უნგრეთიდან დასავლეთ ალთაისა და ავღანეთამდე. ზამთრობს ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი (აპრილ-სექტემბერში). ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალში, ქვების ნაშალში და სხვა. დებს 5-6 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 15 დღე-ღამე. დიდი რაოდენობით სპობს კალიას. ხშირად ნომადობს კალიების გუნდებთან ერთად. შემოდგომით ზიანს აყენებს ბაღ-ვენახებს.

ტარბი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Pastor [Sturnus] roseus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22710881
Sturnus roseus

ლიტერატურა რედაქტირება