ტარა (სანსკ: तारा tārā; ტიბ: རྗེ་བཙུན་སྒྲོལ་མ་ ვაილი: rje btsun sgrol ma ჯეცუნ დოლმა) მაჰაიანურ და ვაჯრაიანულ ბუდიზმში — ქალი ბოდჰისატტვა. ცნობილია „გათავისუფლების დედად“; საქმესა და მიღწევებში წარმატების სათნოებას განასახიერებს. იაპონიაში ცნობილია თარანი ბოსაცუდ; ჩინურ ბუდიზმში კი თუოლუოდ.[2]

მწვანე ტარა, კუმბუმი, გიანცე, ტიბეტი, 1993.
თეთრ ტარას ქანდაკება კარმა კაგიუს დჰარმის ცენტრში
მალდივური ტარა.[1]

ტარა არის მედიტაციის ღვთაება, რომლის პრაქტიკა გამოიყენება ბუდიზმის ვაჯრაჲანულ სექტაში.

ტარას ყველაზე ცნობილი ფორმებია:

  • მწვანე ტარა - ცნობილია გასხივოსნებული ქმედების ბუდდჰად
  • თეთრი ტარა - ცნობილია თანაგრძნობის, ხანგრძლივი სიცოცხლის, კურნებისა და სიმშვიდისთვის
  • წითელი ტარა - მძვინვარე ასპექტისა, დაკავშირებულია ყველაფერ კარგის მიზიდვით
  • შავი ტარა - დაკავშირებულია ძალასთან
  • ყვითელი ტარა - დაკავშირებულია ჯანმრთელობასა და აყვავებასთან
  • ლურჯი ტარა - დაკავშირებულია ბრაზის გარდაქმნასთან
  • ჩიტტამანი ტარა - ტარას ფორმა, რომლის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული ტიბეტური ბუდიზმის გელუკის სკოლის ტანტრული იოგის უმაღლეს საფეხურზე, გამოსახულია მწვანედ
  • ქჰადირავანი ტარა - რომელიც გამოეცხადა ნაგარჯუნას სამხ. ინდოეთის ქჰადირავანის ტყეში; ზოგჯერ მოიხსენიება „XXII ტარად“.

ბუდიზმის ზოგ სკოლაში მიღებულია ოცდაერთი ტარა.

მანტრა რედაქტირება

ტარას მთავარი მანტრა ბუდისტთა და ინდუისტთათვის ერთია: სანსკ: oṃ tāre tuttāre ture svāhā ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა. ტიბეტელები და ვინც ტიბეტურ ბუდიზმს მიდევს, წარმოთქვამენ: oṃ tāre tuttāre ture svāhā ომ ტარე ტუტტარე ტურე სოჰა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Xavier Romero-Frias (1999). The Maldive Islanders, A Study of the Popular Culture of an Ancient Ocean Kingdom. Barcelona. ISBN 8472548015. 
  2. Buddhist Deities: Bodhisattvas of Compassion