ტარანაკის რეგიონი

ტარანაკის რეგიონი (ინგლ. Taranaki Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ ნაწილში. ქვეყნის რეგიონებს შორის ფართობის სიდიდით მეათეა. სახელი ეწოდა მისი მთავარი ღირსშესანიშნაობის — ტარანაკის მთისგან.

რეგიონი
ტარანაკის რეგიონი
ინგლ. Taranaki Region
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი ნიუ-პლიმუთი
კოორდინატები 39°18′00″ ს. გ. 174°08′00″ ა. გ. / 39.30000° ს. გ. 174.13333° ა. გ. / -39.30000; 174.13333
ფართობი 7257 კმ²
მოსახლეობა 109 608 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ოფიციალური საიტი trc.govt.nz

რეგიონის მთავარი ქალაქია ნიუ-პლიმუთი, სადაც მთლიანი მოსახლეობის 60 % იყრის თავს. ქალაქი გაშენებულია ტარანაკის ჩრდილოეთ ნაწილში.

ტარანაკის მთა

2005 წლიდან, რეგიონი იყენებს სარეკლამო ბრენდს „Like no other“.[1]

ეკონომიკა რედაქტირება

2003 წელს, ტარანაკის მთლიანი შიდა პროდუქტი US$4,4 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 3 %-ს.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Like No Other დაარქივებული 2012-10-31 საიტზე Wayback Machine. . Newplymouthnz.com (2006-06-29). Retrieved on 2011-06-25.
  2. Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 18 February 2010.