ტანტალი
73Ta
180.95
4f14 5d3 6s2

ტანტალი[1][2] (ლათ. Tantalum < ძვ. ბერძნ. Τάνταλος — „ტანტალოსი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეხუთე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეხუთე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, Vბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 73, ატომური მასა — 180.95, tდნ — 3017°C, tდუღ — 5458°C, სიმკვრივე — 16.69 გ/სმ3. რუხი ფერის ლითონი. გვხვდება მდგრადი (99.99%) და რადიოაქტიური (0.01%; T1/2=1012 წ) იზოტოპების სახით. ხელოვნურად მიღებულია ტანტალის რადიოაქტიური იზოტოპი (T1/2=115.1 დღე-ღამე).

ტანტალი, 73Ta
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა რუხი ფერის ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Ta)
180.94788±0.00002
180.95±0.01 (დამრგვალებული)
ტანტალი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Nb

Ta

Db
ჰაფნიუმიტანტალივოლფრამი
ატომური ნომერი (Z) 73
ჯგუფი 5
პერიოდი 6 პერიოდი
ბლოკი d-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f14 5d3 6s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 11, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
3017 °C ​(3290 K, ​​5463 °F)
დუღილის
ტემპერატურა
5458 °C ​(5731 K, ​9856 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 16.69 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 15 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 36.57 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 753 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 25.36 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 3297 3597 3957 4395 4939 5634
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი −3, −1, 0, +1, +2, +3, +4, +5
ელექტროდული პოტენციალი
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.5
იონიზაციის ენერგია
  • 1: 761 კჯ/მოლ
  • 2: 1500 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 146 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 170±8 პმ

ტანტალის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა კუბური მოცულობაცენტრირებული
მესრის სტრუქტურა ტეტრაგონალური
ბგერის სიჩქარე 3400 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 6.3 µმ/(მ·K) (25 °C)
თბოგამტარობა 57.5 ვტ/(·K)
კუთრი წინაღობა 131 ნომ·მ (20 °C)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა +154.0×10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 186 გპა
წანაცვლების მოდული 69 გპა
დრეკადობის მოდული 200 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.34
მოოსის მეთოდი 6.5
ვიკერსის მეთოდი 870–1200 მპა
ბრინელის მეთოდი 440–3430 მპა
CAS ნომერი 7440-25-7
ისტორია
სახელწოდება მომდინარეობს ძვ. ბერძნ. Τάνταλος — „ტანტალოსი“
აღმომჩენია ანდერს ეკებერგი (1802)
ტანტალის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
177Ta სინთ 56.56 სთ β+ 177Hf
178Ta სინთ 2.36 სთ β+ 178Hf
179Ta სინთ 1.82 წ ε 179Hf
180Ta სინთ 8.125 სთ ε 180Hf
β 180W
180mTa 0.012% სტაბილური
181Ta 99.988% სტაბილური
182Ta სინთ 114.43 დღ-ღ β 182W
183Ta სინთ 5.1 დღ-ღ β 183W

ისტორია და სახელწოდების წარმომავლობა რედაქტირება

ტანტალი აღმოაჩინა 1802 წელს შვედმა ქიმიკოსმა ა. ეკებერგმა (სახელწოდება შეარქვეს ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირის, ტანტალოსის სახელის მიხედვით) დედამიწის ქერქში ტანტალის საშუალო შემცველობა მასის მიხედვით 2,5 · 10−4%-ია. ტანტალი გაბნეულია ბიოსფეროსა და მაგნიტურ ქანებში. ცნობილია ტანტალის 17 ძირითადი მინერალი და 60-ზე მეტი ტანტალშემცველი მინერალი. ტანტალის ჟანგვის ხარისხია +5. ცნობილია აგრეთვე ტანტალის ისეთი ნაერთები, რომელთა ჟანგვის ხარისხი უფრო დაბალია (მაგალითად,  ,  ,  ). სუფთა კომპაქტური ტანტალი მდგრადია ჰაერზე. ჟანგვას იწყებს 280°C-ზე. ცნობილია ტანტალის მდგრადი ოქსიდი — ხუთჟანგი  , რომელსაც ახასიათებს მჟავური ბუნება. წყალბადთან დაახლოებით 250°C-ზე, ხოლო აზოტთან დაახლოებით 300°C-ზე ტანტალი წაროქმნის მყარ ხსნარებს. ცნობილია აგრეთვე ტანტალის კარბიდები, ჰალოგენიდები. გახურებისას ტანტალი ურთიერთქმედებს  ,  ,  ,  ,  ,  ,  ,  ,  ,  ,  ,  . სუფთა ტანტალი განსაკუთრებით მდგრადია მრავალი თხევადი ლითონისა და მათი ნალღობების მიმართ და სხვა. ტანტალი ხასიათდება მაღალი კოროზიამედეგობით ორგანული და არაორგანული მჟავების მიმართ. ცნობილია ტანტალმჟავას მარილები, რომელთაგან მნიშვნელოვანია ტუტე ლითონთა ტანტალატები. ეს მარილები სეგნეტოელექტრიკებია.

ტანტალს ღებულობენ ვაკუუმში ნახშირბადით 2000°C-ზე  -ის აღდგენისას და სხვა.

ტანტალს იყენებენ ელექტრონიკაში, ბირთვულ ენერგეტიკაში, ქიმიურ მანქანათმშენებლობაში, მეტალურგიასა და მედიცინაში.

სქოლიო რედაქტირება

  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 212
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 657.