ტანკი – მთლიანად დაჯავშნული მუხლუხიანი, მაღალი გამავლობის მანქანა. აქვს მბრუნავ კოშკურაში ჩამონტაჟებული მძლავარი ქვემეხი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სროლა პირდაპირი დამიზნებით. თანამედროვე ტანკების მასა არის 46-62 ტონა, შუბლის ჯავშნის სისქე 500-600 მმ, მაქსიმალური სიჩქარე 60-70 კმ/სთ-ში. ტანკის ძირითადი ელემენტებია: კორპუსი კოშკურით, ძალა 1500 ცხენის ძალამდე, ტრანსმისია, სავალი ნაწილი, კავშირგაბმულობის საშუალებები, რომელთაც აქვთ მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემა, მოწყობილობის წყალქვეშ ტარებისთვის, საზენიტო საშუალებები და სხვა. პირველი ტანკები შეიქმნა დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში 1916 წელს და პირველად გამოიყენეს პირეველ მსოფლიო ომში. მასობრივი გამოყენება პოვა მეორე მსოფლიო ომში.

მერკავა

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება