ტანია საჩდევი (ჰინ. तानिया सचदेव,ინგლ. Tania Sachdev; დ. 20 აგვისტო, 1986, დელი, ინდოეთი) — ინდოელი მოჭადრაკე, ქალთა შორის დიდოსტატი (2005), საერთაშორისო ოსტატი მამაკაცებს შორის (2008). ქალთა შორის ინდოეთის ორგზის ჩემპიონი 2006 და 2007 წლებში[1][2], აზიის ჩემპიონი 2007 წელს[1][3], ერთა თანამეგობრობის(დიდი ბრიტანეთის ქვეყნები და მათი ყოფილი კოლონიები) გათამაშების, ქალთა ჭადრაკის სექციის სამგზის გამარჯვებული (2016, 2018,2019). ასევე არის საჭადრაკო შეჯიბრებების წამყვანი და კომენტატორი.

ტანია საჩდევი

ტანია საჩდევი. 2013 წელი
ქვეყანა (სპორტი) ინდოეთის დროშა ინდოეთი
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1986 (1986-08-20) (37 წლის)
დაბადების ადგილი დელი, ინდოეთი
წოდება საერთაშორისო ოსტატი (2008)
ფიდე რეიტინგი 2392 (თებერვალი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2623 (ივლისი 2009)

ბიოგრაფია რედაქტირება

ტანია საჩდევი 1986 წლის 20 აგვისტოს ქალაქ დელში დაიბადა. ჭადრაკის თამაში 6 წლისას დედა ანჟუმ ასწავლა. ადრეულ ასაკში მწვრთნელი კ.გ. ჯოში დაუნიშნეს და საბავშვო ტურნირებზე გამოსვლაც დაიწყო. პირველი საერთაშორისო ტიტული 8 წლისამ მოიგო. 1995 წლიდან 2006 წლამდე ინდოეთის სახელით რამდენიმე ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიდა. მოიგო ინდოეთის 12 წლამდელ გოგონათა პირველობა. 1998 წელს ესპანურ ოროპესა-დელ-მარიში მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე, 12 წლამდელებში, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 2000 წელს აზიის 14 წლამდელებში გახდა ჩემპიონი, ხოლო 2002-ში შრი-ლანკაში, ქალაქ მარავიაში აზიის ახალგაზრდულებში იპირველა[4].
2005 წელს საჩდევმა ქალთა შორის დიდოსტატის წოდება მიიღო, რითაც გახდა მერვე ინდოელი ვინც ეს შეძლო. 2006 წელს ნიდერლანდების ქალაქ ჰენგელოში საერთაშორისო ტურნირზე «Stork Young Masters» ახალგაზრდა ოსტატთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. 2006 და 2007 წელს ინდოთის ქალთა ჩემპიონატი მოიგო. 2007-ში თეირანში აზიის ქალთა პირველობაზე იმარჯვა, 9 ტურში 6,5 ქულა დააგროვა. 2008-ში ინდოეთის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აგვისტო-სექტემბერში ნალჩიკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და პირველივე ტურში ჩინელ თან ჭუნგთან დამარცხდა 0,5:1,5 და ასპარეზობას გამოეთიშა[5].
2009-ში მაღალი სპორტული მიღწევებისთვს ეროვნული ჯილდო არჯუნას პრემია გადაცეს. 2015 წელს აზიის ქალთა ჩემპიონატზე, ბლიცში ვერცხლის მედალი მოიპოვა[6]. 2016 წელს რეიკიავიკის ტურნირზე ქალთა შორის საუკეთესო იყო. 2016 და 2019 წელს საჩდევი ერთა თანამეგობრობის ჩემპიონატზე ქალთა შორის პირველი იყო.

 
ტანია საჩდევი.2016 წელი, ბაქო. საჭადრაკო ოლიმპიადა

ნაკრები რედაქტირება

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6-ჯერ იყო ოლიმპიადაზე (2008—2018 წლებში). აქედან 2008, 2010 და 2014 წელს მეორე დაფაზე იჯდა, დანარჩენზე მესამეზე. საუკეთესო შედეგი 2012 წელს სტამბულში ჰქონდა, სადაც ინდივიდუალური ბრინჯაო მოიგო, ნაკრები კი მეოთხეზე გავიდა.
მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე სამჯერ იასპარეზა, 2009, 2011 და 2021 წლებში. 2021-ში სიჯესში გუნდური ვერცხლი მოიგო.
უფრო წარმატებული იყო აზიის გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც 6-ჯერ იასპარეზა. (2003, 2008—2016) და აქედან ოთხჯერ (2008, 2009, 2012, 2014) გუნდური ვერცხლის მედალი მოიგო. ინდივიდუალურად სამი ვერცხლი აიღო (2008, 2009, 2014) და ერთიც ბრინჯაო (2012). 2006-ში აზიურ თამაშებზე, ხოლო 2009 აზიის დახურულ თამაშებზე გამოვიდა.
აზიის დახურულ თამაშებზე ორი გუნდური ბრინჯაო მოიგო.

კომენტატორი რედაქტირება

2013 წლის ნოემბერში ჩენაიში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩის მაგნუს კარლსენსა და ვიშვანათან ანანდს შორის კომენტატორი იყო[7][8].

ორდენები რედაქტირება

Arjuna Award - 2009 წელს მაღალი სპორტული მიღწევებისთვის.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

მშობლებმა ტანიას პროფესიული განათლება მისცეს. მან ნიუ-დელის თანამედროვე სკოლა დაამთავრა და Sri Venkateswara College ჩააბარა. მოჭადრაკის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი რედ ბული[9]. 2014 წლის ნოემბერში ცოლად გაჰყვა ვირაი კატარიას, რომელიც ნიუ-დელში არქიტექტორია[10].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Tania Sachdev | Chess Celebrities.
  2. The evolution of women's chess in India (8 March 2021).
  3. Tania sachdev wins Asian chess title.
  4. Deepan and Tania Champs, India sweeps all the titles en. ციტირების თარიღი: 7 November 2015
  5. 2008 FIDE Knockout Matches
  6. Aug 12, PTI / Updated; 2015; Ist, 21:12. Tania Sachdev wins silver in rapid chess | Chess News - Times of India en. ციტირების თარიღი: 2021-07-03
  7. Rao, Rakesh (2019-07-07). „Commonwealth chess championship: Fantastic fifth for Abhijeet Gupta“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2021-10-13.
  8. Abhijeet Gupta wins the Commonwealth title for a record fifth time! (8 July 2019). ციტირების თარიღი: 2021-10-13
  9. Iyer, Sundari. (8 June 2014) Don't mind being called a chess hottie: Tania Sachdev en.
  10. Bhalla, Ankita. (4 November 2014) Chess champ Tania Sachdev ties knot with Viraj Kataria in Delhi en.