ტამბუკანის ტბა, დიდი ტამბუკანი (რუს. Тамбукан) — მწარე-მლაშე ტბა რუსეთში. მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლის მხარისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიებზე, ქალაქ პიატიგორსკიდან 12 კილომეტრზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 548 მ. ზედაპირის ფართობი 1,7 კმ², მაქსიმალური სიღრმე 10 მ. ტბის ფსკერზე რაპის ქვეშ ლამიანი ტალახის სქელი ფენაა. ტბის ტალახს უმთავრესად იყენებენ კავკასიის მინერალური წყლების კურორტებზე ტალახით მკურნალობისას.

ტამბუკანის ტბა
Тамбукан
ტამბუკანის ტბა
ტამბუკანის ტბა
კოორდინატები: 43°57′ ჩ. გ. 43°09′ ა. გ. / 43.950° ჩ. გ. 43.150° ა. გ. / 43.950; 43.150
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 548 
ფართობი 1,7 კმ²
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 10 
ტამბუკანის ტბა — რუსეთი
ტამბუკანის ტბა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება