ტალავერის მავზოლეუმი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ტალავერის მავზოლეუმიარქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში. აგებულია XIX საუკუნეში.

მავზოლეუმი აგებულია 1830 წელს აბდულა იბნ ვალისთვის, რომელიც ფარხანის თემიდან ყოფილა. აგებულია ნატეხი ქვით დუღაბზე. ის მართკუთხა ფორმისაა, პირამიდული სახურავით დასრულებული. შესასვლელი სწორკუთხაა, კარის არქიტრავზე ჩარჩოში ჩასმული სამსტრიქონიანი არაბული წარწერაა, რომელიც დაკრძალულის ვინაობას და აგების თარიღს შეიცავს. ინტერიერი სწორკუთხაა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39347