ტაკა-ბონე-რატეს ეროვნული პარკი

ტაკა-ბონე-რატე (ინდონ. Taman Nasional Taka Bonerate) — საზღვაო პარკი ინდონეზიაში, ფლორესის ზღვაში, კუნძულ სულავესის სამხრეთით; მოიცავს ტაკაბონერატეს ატოლებს.

ტაკა-ბონე-რატეს ეროვნული პარკი

Taman Nasional Taka Bonerate

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, სულავესი
უახლოესი ქალაქი მაკასარი
კოორდინატები 6°41′ ს. გ. 121°09′ ა. გ. / 6.683° ს. გ. 121.150° ა. გ. / -6.683; 121.150
ფართობი 5 307 კმ²
დაარსდა 1992
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

არეალი, რომელიც მოიცავს ატოლ კუნძულებსა და მიმდებარე ზღვას, 1992 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.[1][2]

ატოლი შედგება განცალკევებული მაგიდა რიფებისა და გარსშემორტყმული ლაგუნებისაგან. სულ შედის 20 ატოლი, რომელთაგან ექვსი დასახლებულია. მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენს ბონერატეს ხალხი.[3]

განსაკუთრებულია ატოლის ეკოლოგიური მნიშვნელობა; გამოირჩევა მდიდარი ზღვისა და ფრინველთა სამყაროთი. ეროვნული პარკი მიჩნეულია მსოფლიოში ერთ–ერთ უმაღლეს საზღვაო ბიომრავალფეროვან ადგილად.[4]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Taka Bonerate National Park. Departemen Kehutanan (Indonesian Ministry of Forestry). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-29.
  2. Wells, Michael (1999). Investing in biodiversity: a review of Indonesiaʼs Integrated Conservation and Development Projects. World Bank Publications, გვ. 94. 
  3. Bonerate of Indonesia. Joshua Project.
  4. Kay, Robert C.; Jackie Alder (2005). Coastal planning and management. Taylor & Francis. ISBN 0-415-31772-X.