ტაკალიკ-აბახი (კიჩეს ენაზე Tak’alik A’baj, „მტკიცე ქვა“) — მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ელ-ასინტალის მუნიციპალიტეტში, რეტალულეუს დეპარტამენტში, გვატემალის სამხრეთ ნაწილში. მიეკუთვნება შუა წინაკლასიკურ პერიოდს, ძვ. წ. VIII — II სს.

ტაკალიკ-აბახის ნანგრევები
სტელა № 5

ქალაქის არქიტექტურა განიცდიდა ოლმეკების ძლიერ გავლენას, ამავე დროს შეინარჩუნა მაიას კულტურის დამახასიათებელი ნიშნები. იგი ერთადერთი ძეგლია ცენტრალურ ამერიკაში, რომელსაც შემონახული აქვს ორივე კულტურის შტრიხები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება