ტაიშანი (ჩინ. 泰山) — ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მთა ჩინეთის პროვინცია შანდუნში, ქალაქ ტაიანის ჩრდილოეთით. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 545 მეტრზე. ტაიშანი ერთ-ერთია ჩინეთის „ხუთი წმინდა მთიდან". მის მწვერვალზე მდებარე ტაძარი ბოლო 3 000 წლის მანძილზე უამრავ პილიგრიმს იზიდავს. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითის ადამიანის ნასახლარები.

ტაიშანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, v, vi, vii
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 36°15′00″ ჩ. გ. 117°06′00″ ა. გ. / 36.25000° ჩ. გ. 117.10000° ა. გ. / 36.25000; 117.10000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 437
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ტაიშანის მდებარეობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 437
ინგლ.რუს.ფრ.

ტაიშანი ჩინურ კულტურაში სტაბილურობის სიმბოლოდ ითვლება. ამის მაგალითია სიტყვები, რომლებსაც მაო ძედუნი ხშირად იმეორებდა: „ურყევი, როგორც ტაიშანი".

1987 წელს, იუნესკომ ტაიშანი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. 2003 წელს, მთამ მთელი ჩინეთიდან 6 მილიონი მნახველი მიიღო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: