ტაივანის ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრია და შემოსავლის წყაროა. 2015 წლისთვის ტაივანმა დაახლოებით 10 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო.[1] ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს ტაივანის ტურიზმის ბიურო და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო განაგებს.

ეროვნული სასახლის მუზეუმი, ტაიპეი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.5 ქულა) ტაივანი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 30-ე ადგილზეა.2015 წელთან შედარებით ტაივანმა სიაში 2 ადგილით მაღლა აინაცვლა.[2] 2017 წელს ტაივანს 10 439 785 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 14 387 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1 378.1$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 295 005 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილებიის 2.3%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8%-ია.[3] ტაივანს საუკეთესო მაჩვენებლები სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის (მე-16 ადგილი, 5.2 ქულა) და ადამიანური რესურსებისა და შრომის ბაზრის (მე-19 ადგილი, 5.3 ქულა) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის შენარჩუნებისა (75-ე ადგილი, 4.1 ქულა) და მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაციის (56-ე ადგილი, 5.4 ქულა) სვეტებში.[4]

ტურისტული დანიშნულების ადგილები რედაქტირება

 
ტაროკოს ეროვნული პარკი

ტაივანში უამრავი ტურისტული დანიშნულების ადგილია.მთავარ ეროვნულ სიმბოლოებს შორის აღსანიშნავია:

ტურიზმის სტატისტიკა რედაქტირება

 
ჩინეთიდან ჩასული ტურისტები

საერთაშორისო ტურისტების სტატისტიკა რედაქტირება

 
ტაივანის ვიზიტორთა რაოდენობა ეროვების მიხედვით 2017 წელს

სიამოვნებისა და რეკრეაციის მიზნით ტაივანში ჩასულ საერთაშორისო ტურისტთა პირველი თორმეტეული:

ადგილი ქვეყანა / ტერიტორია 2016
1   ჩინეთი 2,845,547
2   ჰონგ-კონგი და   მაკაო 1,397,233
3   იაპონია 1,379,233
4   სამხრეთი კორეა 693,224
5   მალაიზია 339,710
6   სინგაპური 292,240
7   აშშ 166,044
8   ტაილანდი 110,116
9   კანადა 54,987
10   ფილიპინები 48,198
11   ვიეტნამი 36,839
12   ინდონეზია 32,868
წყარო: ტაივანის ტურიზმის ბიურო [6][1][7][8]

ნებისმიერი მიზნით ტაივანში ჩასულ საერთაშორისო ტურისტთა პირველი თორმეტეული:

ადგილი ქვეყანა / ტერიტორია 2017 2016 2015 2014 2013
1   ჩინეთი 2,732,549 3,511,734 4,184,102 3,987,152 2,874,702
2   იაპონია 1,898,854 1,895,702 1,627,229 1,634,790 1,421,550
3   ჰონგ-კონგი   მაკაო 1,692,063 1,614,803 1,513,597 1,375,770 1,183,342
4   სამხრეთი კორეა 1,054,708 884,397 658,757 527,684 351,301
5   აშშ 561,365 523,888 479,452 458,691 414,060
6   მალაიზია 528,019 474,420 431,481 439,240 394,326
7   სინგაპური 425,577 407,267 393,037 376,235 364,733
8   ვიეტნამი 383,329 196,636 146,380 137,177 118,467
9   ტაილანდი 292,534 195,640 124,409 104,812 104,138
10   ფილიპინები 290,784 172,475 139,217 136,978 99,698
11   ინდონეზია 189,631 188,720 177,743 182,704 171,299
12   კანადა 117,687 106,197 90,666 88,601 72,693
ჯამი 10,739,601 10,690,279 10,439,785 9,910,204 8,016,280
წყარო: ტაივანის ტურიზმის ბიურო [1][7][8]

შიდა ტურიზმი რედაქტირება

2015 ტაივანელთა 87%-მა ქვეყნის შიგნით იმოგზაურა. ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი კენდინის ეროვნული პარკი იყო. შვებულების დროს თითოეულმა ვიზიტორმა საშუალოდ 9 323 ახალი ტაივანური დოლარი დახარჯა.[9]

შემოსავალი და დარჩენის ხანგრძლივობა რედაქტირება

2013 წელს ტურიზმის სექტორიდან პირდაპირი და არაპირდაპირი სახით მიღებული შემოსავალი 366.8 მილიარდ ახალ ტაივანურ დოლარს (12.3$ მილიარდი) გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-ით მეტია. თუმცა 2012 წელთან შედარებით ყველი ტურისტის მიერ საშუალოდ დღიურად დახარჯული თანხა 4.37%-ით ნაკლები იყო - 224.07$.[10]

2015 წელს თითეულმა ტურისტმა ტაივნაში საშუალოდ 6.63 ღამე დაჰყო.

ტურისტული ინფრასტრუქტურა რედაქტირება

საერთაშორისო აეროპორტები რედაქტირება

ტურისტების უმეტესი ნაწილი ტაივანში საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით ჩადის. ყველაზე დიდი აეროპორტი - ტაოიუანის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე მეტ ტურისტს ემსახურება. საერთაშორისო ტურისტებს ასევე ემსახურება: გაოსიუნის საერთაშორისო აეროპორტი სამხრეთ ტაივანში, ტაიჩანის აეროპორტი ცენტრალურ ტაივანში და ტაიპეის სუნშანის აეროპორტი ცენტრალურ ტაიბეიში.

სახმელეთო ტრანსპორტი რედაქტირება

ტურისტებს კუნძულის გარშემო მოგზაურება ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის გამოყენებით შეუძლიათ. პოპულარულ სახმელეთო ტრანსპორტის სახეობებს შორისაა ტაივანის მაღალი სიჩქარის რკინიგზა, მეტროპოლიტენები: ტაიბეის მეტროპოლიტენი, ტაოიუანის მეტროპოლიტენი და გაოსიუნის მეტროპოლიტენი. პოპულარულია ტაქსი და ტურისტული ავტობუსები („ტაივანის ტურისტული შატლები“).[11]

ინტერნეტ რესურსები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Tourism Bureau, M.O.T.C. Republic of China (Taiwan) Visitor Arrivals by Residence, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 17 June 2016.
  2. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 314.
  3. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.314.
  4. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.315.
  5. Peter Enav (12 May 2009). „National art collection evokes hard history“. The China Post. AP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 16 June 2012.
  6. Annual reports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 24 February 2017
  7. 7.0 7.1 Tourism Bureau, M.O.T.C. Republic of China (Taiwan) Visitor Arrivals by Residence, 2014. admin.taiwan.net.tw. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-02. ციტირების თარიღი: 2015-07-05.
  8. 8.0 8.1 Tourism Bureau, M.O.T.C. Republic of China (Taiwan) Visitor Arrivals by Residence, 2013. admin.taiwan.net.tw. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-27. ციტირების თარიღი: 2015-07-05.
  9. Nearly 90% of Taiwanese have staycations last year: poll - Economics - FOCUS TAIWAN - CNA ENGLISH NEWS.
  10. Tourism income reaches record high in 2013: bureau - The China Post. chinapost.com.tw. ციტირების თარიღი: 2014-08-22.
  11. Taiwan Tourist Shuttle