ტავეუნი (ინგლ. Taveuni) — ფიჯის რესპუბლიკის სიდიდით მესამე კუნძული, რომელიც მდებარეობს ვანუა-ლევუს კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში, 180-ე მერიდიანზე. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ჩრდილოეთის ოლქის ტაკაუნდროვეს პროვინციის შემადგენლობაში.

ტავეუნი
მშობ. სახელი: ინგლ. Taveuni
გეოგრაფია
16°48′40″ ს. გ. 179°57′40″ ა. გ. / 16.81111° ს. გ. 179.96111° ა. გ. / -16.81111; 179.96111
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 470 კმ²
სიგრძე 42 კმ
სიგანე 15 კმ
უმაღლესი წერტილი 1241 მ
ულუიკალაუს მთა
ოლქი ჩრდილოეთის ოლქი
პროვინცია ტაკაუნდროვეს პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 12 000
სიმჭიდროვე 25,532 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

 
კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

დაახლოებით 6,5 კმ-ში დასავლეთით მდებარეობს კუნძული ვანუა-ლევუ, რომლისგანაც კუნძული ტავეუნი გამოყოფილია სომოსომოს სრუტით. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 3000 კმ-ში[1].

გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და წარმოადგენს წაგრძელებულ ბაზალტურ ფარისებულ ვულკანს მრავალრიცხოვანი ვულკანური კონუსებით (დაახლოებით 150)[2]. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950—750 წლებში კუნძულის ადამიანებით დასახლების შემდეგ კუნძულზე მოხდა, სულ ცოტა, 58 ვულკანური ამოფრქვევა, რომელთაგან ყველაზე ბოლო იყო 1450—1650 წლებს შორის[2]. კუნძულ ტავეუნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 470 კმ²-ს და შესაბამისად ქვეყანაში ის სიდიდით მესამე დიდი კუნძულია (ვანუა-ლევუს და ვიტი-ლევუს შემდეგ)[3]. კუნძულის სიგრძეა — 42 კმ, ხოლო სიგანე — 15 კმ. ზედაპირი მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — ულუიკალაუს მთა, აღწევს 1241 მეტრს[1].

ტავეუნის ერთ-ერთ ვულკანურ კრატერზე, დაახლოებით 800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ფიჯის ყველაზე დიდი ტბა — ტანგიმაუტია (ფიჯური ენა — Tagimaucia). მისი ფართობი სულ შეადგენს 23 ჰა-ს[4]. ამას გარდა, ტავეუნიზე არსებობს ჩანჩქერების დიდი რაოდენობა.

ადგილობრივი ფლორის და ფაუნის წარმომადგენლების დიდი რაოდენობა, რომლებიც იზრდებიან და ცხოვრობენ კუნძულზე,ენდემურია. ნიადაგს აქვს ვულკანური წარმოშობა და გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით.

ისტორია რედაქტირება

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენად ითვლება ნიდერლანდელი მოგზაური აბელ ტასმანი, რომელმაც ის აღმოაჩინა 1643 წელს[5].

მოსახლეობა რედაქტირება

კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 12 ათასი ადამიანი.

ეკონომიკა რედაქტირება

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (უპირველეს ყოვლისა, კოპრის წარმოება). აქტიურად ვითარდება ტურიზმი.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Islands of Fiji. Taveuni. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
  2. 2.0 2.1 Taveuni. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
  3. Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team., National Circumstances. Background // Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change, 2005. — P. 3.
  4. Fiji. RAMSAR Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-05-15.
  5. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiii, ISBN 0810853957.