სძლისპირნი და ღვთისმშობლისანი (A-603)

სძლისპირნი და ღვთისმშობლისანი (A-603) — X საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი. შინაარსობრივად წარმოადგენს ჰიმნოგრაფიულ კრებულს. მასში მკვეთრადაა აღნიშნული სადეკლამაციო-ლიტურგიკული ნიშნები, რომლებიც, თანამედროვე თვალსაზრისით, სანოტო სისტემის ადრეულ ეკვივალენტად ითვლება. ხელნაწერში არსებული ეს ნიშნები X საუკუნეში ქართული საეკლესიო მუსიკის განვითარების მყარ სისტემაზე მიუთითებს.

სძლისპირნი და ღვთისმშობლისანი

ხელნაწერი გადაწერილია კალიგრაფ იორდანეს მიერ. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 229 ფურცელს, რომელთა ზომებია 17,2X11,3 სანტიმეტრი. ნაწერია ნუსხური დამწერლობით; დასაწყისი ასოები, სათაურები, ძლისპირთა გარკვეული ჯგუფის სახელწოდებები შესრულებულია სინგურით.

ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-603)

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 32