სქელშუბლა (ლათ. Hypophthalmichthys) — თევზების ორი გვარი კობრისებრთა ოჯახისა. თითოეულ გვარში თითო სახეობაა: თეთრი ანუ ჩვეულებრივი სქელშუბლა (ლათ. Hypophthalmichthys molitrix) და ჭრელი სქელშუბლა (ლათ. Aristichthys nobilis). პირველის მასა 25 კილოგრამია, მეორისა 35 კილოგრამს აღწევს. ბუნებრივი გავრცელების არეალია ჩინეთი და რუსეთი (მდინარე ამურის აუზი). სქელშუბლას სამშობლოა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეები. ინტროდუცირებულია და გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან. აქ იგი ტბორული მეთევზეობის (კუმისის, მარაბდის, ნადარბაზევის წყალსატევები; ლისისა და ჯანდარის ტბები) ერთ-ერთი წამყვანი ობიექტია. სქელშუბლა იკვებება პლანქტონით. მრავლდება ზაფხულში. იყენებენ ნედლად და დამარილებულს. იგი რეწვისა და თევზმოშენების ძვირფასი ობიექტია.

სქელშუბლა
ჭრელი სქელშუბლა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hypophthalmichthys

ლიტერატურა რედაქტირება