სფუმატო (იტალ. Sfumato, სიტყვასიტყვით — კვამლივით გამქრალი) — ფერწერულ ნაწარმოებში გამოსახულების მკაფიო კონტურების ერთგვარი შერბილება, გაბუნდოვნება, რითაც სურათზე ნათლად გადმოიცემა განათებისა და სივრცის ეფექტი. ეს მხატვრული ხერხი ლეონარდო და ვინჩის მიერ არის დამუშავებული სიღრმის ეფექტის გადმოსაცემად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება