სუომუსალმი (ფინ. Suomussalmi) — მუნიციპალიტეტი კეჰის-კაინუუს ქვერეგიონში, ფინეთში. მდებარეობს კაიაანიდან 90 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეტით და კუუსამოდან 120 კმ-ით სამხრეთით. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 7 333 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 5 857.6 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1.39 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა. სსრკ-ფინეთის ომის (1939-1940) დროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სუომუსალმის ბრძოლა და რაატეს ბრძოლაა. ამ ბრძოლებში ფინეთის ჯარებმა რიცხობრივად უპირატესობის მქონე საბჭოთა ძალები დაამარცხეს.

ადმინისტრაციული ერთეული
სუომუსალმი
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
კოორდინატები 64°53′05″ ჩ. გ. 28°54′45″ ა. გ. / 64.88472° ჩ. გ. 28.91250° ა. გ. / 64.88472; 28.91250
დაარსდა 1867
ფართობი 5270.33 კმ²
ოფიციალური ენა ფინური ენა[1] [2]
მოსახლეობა 7 172 (31 დეკემბერი, 2023)[3]
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი https://www.suomussalmi.fi/ და https://www.suomussalmi.fi/en
სუომუსალმი — ფინეთი
სუომუსალმი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება