სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სულორი.

სულორი (ყოფ. დვალიშვილების თემი) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 250 მეტრი. ვანიდან 11 კილომეტრი.

სოფელი
სულორი

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი სულორი
კოორდინატები 42°01′28″ ჩ. გ. 42°34′16″ ა. გ. / 42.02444° ჩ. გ. 42.57111° ა. გ. / 42.02444; 42.57111
ადრეული სახელები დვალიშვილები
ცენტრის სიმაღლე 250
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 702[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 702 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1125 526 599
2014[1]   702 355 347

ისტორია რედაქტირება

სოფელი ისტორიულად შედიოდა დვალიშვილების თემში. სოფელში დგას ისტორიული კოშკი — გორმაღალის ციხე.

კურორტი რედაქტირება

სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორიაა. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 °C) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 °C). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 °C), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II