სტუდენიცის მონასტერი

სტუდენიცის მონასტერი (სერბ. Манастир Студеница) — XII საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერი ცენტრალურ სერბეთში, ქალაქ კრალევოდან 39 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. წარმოადგენს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს მონასტერს.

სტუდენიცის მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°29′09″ ჩ. გ. 20°32′12″ ა. გ. / 43.48583° ჩ. გ. 20.53667° ა. გ. / 43.48583; 20.53667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 389
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 389
ინგლ.რუს.ფრ.

მონასტერი 1190 წელს შუა საუკუნეების სერბული სახელმწიფოს შემქმნელმა - სტეფან ნემანიამ დააარსა, მას შემდეგ, რაც ის ტახტიდან გადადგა. მისი გამაგრებული კედლები მოიცავს ორ ეკლესიას: ღვთისმშობლის ეკლესიას და მეფის ეკლესიას. ორივე მათგანი თეთრი მარმარილოთია ნაგები. მონასტერი საუკეთესოდაა ცნობილი მისი XII-XIV საუკუნეების ბიზანტიური სტილის ფრესკების კოლექციით.

1979 წელს, სტუდენიცის მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 1986 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება