სტრუქტურული ფუნქციონალიზმი

სტრუქტურული ფუნქციონალიზმი — მეთოდოლოგიური მიდგომა სოციოლოგიასა და სოციოკულტურულ ანთროპოლოგიაში, შემდგარი საზოგადოების განმარტებაში, როგორც სოციალური სისტემები, საკუთრი სტრუქტურისა და სტრუქტურული ელემენტების ზემოქმედების მექანიზმების მქონე, რომელთაგანაც თითოელი საკუთარ ფუნქციას ასრულებს. სტრუქტურული ფუნქციონალიზმის ფუძემდებლად ითვლებიან ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი ტალკოტ პარსონსი, რომელიც თავის კვლევებში ეყრდნობოდა ჰერბერტ სპენსერისა და ემილ დიურკემის კლასიკური კონცეპციებს, აგრეთვე ბრიტანელი პოლონური წარმოშობის სოციალური ანთროპოლოგი ბრონისლავ მალინოვსკი. სტრუქტურული ფუნქციონალიზმის საბაზო იდეა არის „სოციალური წესრიგის“ იდეა, ანუ ყველა სისტემის იმანენტური[1] სწრაფვა მხარი დაუჭიროს საკუთარ წონასწორობას, ერთმანეთთან შეათანხმოს მისი სხვადასხვა ელემენტები, მიაღწიოს თანხმობას მათ შორის[2]. პარსონსის მოწაფე — რობერტ მერტონმა — დიდი წვლილი შეიტანა ამ მიდგომის განვითრებასა და მის პრაქტიკაში ადაპტაციაში. კერძოდ კი რობერტ მერტონი დისფუნქციის პრობლემას უთმობდა დიდ ყურადღებას.

სტრუქტურული ელემენტები რედაქტირება

სტრუქტურული ელემენტები — ადამიანის შემოქმედების ნებისმიერი მდგრადი მაგალითი.

საფუძველი რედაქტირება

სტრუქტურული ფუნქციონალიზმის საფუძველთან იდგნენ შემდეგი სოციოლოგები: ოგიუსტ კონტი, ჰერბერტ სპენსერი, ემილ დიურკემი. ისინი მიისწრაფვოდნენ იმისკენ, რომ შეექმნათ საზოგადოების შესახებ ისეთი მეცნიერება, რომელიც, მსგავსად ფიზიკისა ან ბიოლოგიისა, შესძლებოდა აღმოეჩინა და დაესაბუთებინა საზოგადოებრივი განვითრების კანონები.

სქოლიო რედაქტირება

  1. უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. Macionis, Gerber, Sociology 7th Canadian Ed. (Pearson Canada Inc., 2010)pg.14