სტრომატოპორები (Stromatoporoidea) — ნამარხი უხერხემლოების ჯგუფი. სტრომატოპორების სისტემატიკური ადგილი გაურკვეველია, პირობითად მიაკუთვნებენ ღრუბლებს ან ნაწლავღრუიანებს. არებობდნენ ადრინდელი პალეოზოური ერიდან მეზოზოური ერის ბოლომდე. კოლონიური ორგანიზმებია. ჰქონდათ კიროვანი ჩონჩხი. აერთიანებდნენ 70 გვარს. ბინადრობდნენ ზღვების წყალმარჩხში. სილურულ და დევონურ ეპოქებში მარჯნის პოლიპებთან ერთად მონაწილეობდნენ მარჯნის რიფების წარმოქმნაში. მნიშვნელობა აქვთ სილურული და დევონური პერიოდების ნალექების სტრატიგრაფიისათვის.

სტრომატოპორები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Stromatoporoidea

ლიტერატურა რედაქტირება