სტენ სტენსენ ბლიხერი

სტენ სტენსენ ბლიხერი (დან. Steen Steensen Blicher; დ. 11 ოქტომბერი, 1782, ვიუმი — გ. 26 მარტი, 1848, ტორნინგი) — დანიელი მწერალი. ავტორია ნოველებისა, რომელთა სიუჟეტს იუტლანდიის ისტორიიდან ან თანამედროვეობიდან იღებდა („ყაჩაღების სახლი“, 1827; „პასტორი ვეილბიუში“, 1829 და სხვ.). ნაწილი მისი ნაწარმოებებისა დაწერილია იუტლანდიურ დიალექტზე („სართავი სახელოსნო“, 1842). სტენ ბლიხერი პირველმა დაამკვიდრა ნოველის ჟანრი დანიურ ლიტერატურაში; გავლენა მოახდინა ი. ოკიერზე, ი. სკიოლბორგზე, მ. ანდერსენ-ნექსეზე.

სტენ სტენსენ ბლიხერი
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1782(1782-10-11)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Vium[4]
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი, 1848(1848-03-26)[1] [2] [3] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი Spentrup[4]
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, მწერალი[5] და მღვდელი
ენა დანიური ენა
მოქალაქეობა  დანია[6]
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება