სტატკულონი (ქართული შემოკლება სტატკ, საერთაშორისო statC) ანუ ფრანკლინი (ქართული შემოკლება ფრ, საერთაშორისო Fr) — ელექტრული მუხტის ერთეული სანტიმეტრი-გრამი-წამი ერთეულთა სისტემის სხვადასხვა ვარიანტებში, მაგალითად გაუსის ერთეულთა სისტემაში. სტატკულონი წარმოებული სიდიდეა. გაუსის ერთეულთა სისტემის საბაზისო ერთეულებით ის გამოისახება როგორც

სტატკულონი
სტანდარტი: გაუსის სისტემის წარმოებული ერთეული.
სიდიდე: ელექტრული მუხტი.
სიმბოლო (ქართ): სტატკ
სიმბოლო (საერთ): statC
ეპონიმი: შარლ ოგიუსტენ კულონის
ეკვივალენტები:
გაუსის სისტემის საბაზისო ერთ. 1 1/2 სმ3/2 წმ−1
SI სისტემის ერთ. 3.33564 10-10 კულონი.
1 სტატკ = 1 გ1/2 სმ3/2 წმ−1 = 1 ერგი1/2 სმ1/2.

SI სისტემის შესაბამისი ერთეულია კულონი. კავშირი ამ ერთეულებს შორის ასეთია

1 კულ = 2 997 924 580 სტატკ.

მიახლოებით ფორმულებს კი შემდეგი სახე აქვს:

1 კულ ≈ 2.997 109სტატკ,
1 სტატკ ≈ 3.336 10-10 კულ.

სტაკულონის განმარტება შემდეგნაირია: ორი უძრავი სხეული, რომლებიც ატარებენ 1 სტატკ მუხტს და დაშორებული არიან ერთმანეთს 1 სანტიმეტრით, განიზიდავს ერთმანეთს 1 დინი ძალით. ეს ძალა განისაზღვრება კულონის კანონით, რომელსაც გაუსის ერთეულთა სისტემაში აქვს სახე:

სადაც F არის ძალა, q1 და q2 არიან მუხტები, ხოლო r არის მანძილი მუხტებს შორის.

1 კულონი ძალიან დიდი მუხტია, რომელიც თითქმის არასოდეს გავხვდება რეალურ პირობებში. ხოლო სტატკულონი არის მუხტის ერთეული, რომელიც უფრო ახლოა ყოველდღიურ პირობებში დამზერად მუხტებთან.

განზომილებითი კავშირი სტატკულონსა და კულონს შორის რედაქტირება

SI სისტემის ერთეულებში კულონის კანონს ასეთი სახე აქვს:

 

ვინაიდ ვაკუუმის შეღწევადობა ε0 არ არის უგანზომილებო, კულონის განზომილება სტატკულონისგან განსხვავებით არ არის [მასა]1/2 [სიგრძე]3/2 [დრო]−1. SI სისტემის სპეციფიურობის გამო საერთოდ შეუძლებელია კულონის მხოლოდ მასით, სიგრძითა და დროით გამოსახვა.

შესაბამისად, თანაფარდობა 1 კულ ≈ 2.997 109სტატკ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მარჯვენა და მარცხენა მხარეების განზომილება არ არის ეკვივალენტური.