სტანდარტული მოდელი

ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელიფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების თეორიული კონსტრუქცია, რომელიც აღწერს ყველა ელემენტარული ნაწილაკების ელექტრომაგნიტურ, სუსტ და ძლიერ ურთიერთქმედებას. თანამედროვე ფორმულირება დასრულდა 2000-იან წლებში კვარკების არსებობის ექსპერიმენტული დადასტურების შემდეგ. t-კვარკის (1995), b-კვარკის (1977) და ტაუ-ნეიტრინოს (2000) აღმოჩენამ დაადასტურა სტანდარტული მოდელის სისწორე.

ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი

კვლევის ისტორია რედაქტირება

1954 წელს იან ჩენ-ნინგმა და რობერტ მილსმა გააფართოვეს კალიბრაციის თეორიის კონცეფცია აბელურ ჯგუფებისთვის, მაგ. კვანტური ელექტროდინამიკა, არააბელურ ჯგუფებს ძლიერი ურთიერთქმედებების ახსნა-განმარტების მისაცემად[1]. 1957 წელს ჩიენ-შიუნგ ვუმ აჩვენა, რომ პარიტეტი არ იყო დაცული სუსტ ურთიერთქმედებაში[2]. 1961 წელს შელდონ გლაშოვმა გააერთიანა ელექტრომაგნიტური და სუსტი ურთიერთქმედებები[3]. 1967 წელს სტივენ ვაინბერგმა[4] და აბდუს სალამმა[5] შეიტანეს ჰიგსის მექანიზმი[6][7][8] გლაშოუს ელექტროსუსტ ურთიერთქმედებაში, რამაც მას თანამედროვე სახე მისცა.

ითვლება, რომ ჰიგსის მექანიზმი წარმოშობს სტანდარტული მოდელის ყველა ელემენტარული ნაწილაკების მასას. ეს მოიცავს W- და Z-ბოზონების მასებს და ფერმიონების მასებს, ანუ კვარკებსა და ლეპტონებს.

მას შემდეგ, რაც 1973 წელს CERN-ში აღმოაჩინეს Z ბოზონის გაცვლით გამოწვეული ნეიტრალური სუსტი დენები[9][10][11][12], ელექტროსუსტი თეორია ფართოდ იქნა მიღებული, ხოლო გლაშოუმ, სალამმა და ვაინბერგმა გაიყვეს 1979 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში, მისი აღმოჩენის გამო. W± და Z0 ბოზონები ექსპერიმენტულად აღმოაჩინეს 1983 წელს; და მათი მასების თანაფარდობა აღმოჩნდა ისეთი, როგორიც სტანდარტული მოდელი იყო ნაწინასწარმეტყველები[13].

ძლიერი ურთიერთქმედების თეორიამ (ანუ კვანტური ქრომოდინამიკა, QCD), რომელსაც მრავალი წვლილი მიუძღვის, თავისი თანამედროვე ფორმა შეიძინა 1973-1974 წლებში, როდესაც შემოთავაზებული იქნა ასიმპტომური თავისუფლება[14][15] (განვითარება, რომელმაც QCD თეორიული კვლევის მთავარ აქცენტად აქცია.)[16] და ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ჰადრონები შედგებოდა წილადად დამუხტული კვარკებისგან[17][18].

ტერმინი „სტანდარტული მოდელი“ შემოიღეს აბრაამ პაისმა და სემ ტრეიმანმა 1975 წელს[19], ოთხი კვარკით ელექტროსუსტი თეორიის წყაროს მითითებით[20]. სტივენ ვაინბერგმა ასევე განაცხადა, რომ მან ტერმინი „სტანდარტული მოდელი“ მისი მოკრძალებული სახელის გამო აირჩია[21][22][23] და გამოიყენა იგი 1973 წელს ექს-ან-პროვანსში გამოსვლისას საფრანგეთში[24].

სტანდარტული მოდელის ჯგუფები რედაქტირება

სტანდარტული მოდელი აერთიანებს 17 ელემენტარულ ნაწილაკს, რომელიც აღწერს ყველა ბუნებრივ მოვლენას გრავიტაციის გარდა. ელემენტარული ნაწილაკები ფუნდამენტური ელემენტებია, რომლისაგანაც შედგება მთელი სამყარო. ესაა უმცირესი ნაწილაკები, რომელთა შემდგომი დანაწევრება ან დაყოფა შეუძლებელია. სტანდარტული მოდელი ყოფს მათ ორ ჯგუფად: მატერიალურ და არამატერიალურად.

მატერიალური ჯგუფი რედაქტირება

მატერიალური ჯგუფი შედგება მატერიისაგან, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, პლანეტებისთვის, ვარსკვლავებისა და ყველაფერს რასაც გააჩნია მასა. ელემენტარული ნაწილაკები, რომელთაგანაც შედგება მატერია ეწოდებათ ფერმიონები. ფერმიონები ეს ერთგვარი აგურია, რომლითაც შექმნილია სამყარო. არსებობს ფერმიონების ორი კატეგორია: კვარკები და ლეპტონები, რომელტაგანაც შედგება მთელი მატერია სამყაროში. ისინია არსებობენ სამ განსხვავებულ ფორმებში, რომელთაც ეწოდებათ თაობები. თითოეულ თაობასთან დაკავშირებულია განსაზღვრული წყვილი კვარკები და წყვილი ლეპტონები.

მატერიის პირველი თაობა შედგება ზედა (u) და ქვედა (d) კვარკებისაგან, ასევე ლეპტონების ორი ტიპისაგან: ელექტრონებისა (e) და ელექტრული ნეიტრინოებისაგანe). ესაა ყველაზე გავრცელებული ნაწილაკები, რომლებიც გვხვდება სამყაროში. როდესაც u- და d-კვარკები სამეულში ერთიანდება მიიღება პროტონები (u-d-u) ან ნეიტრონები (d-u-d), რომლებიც ატომბირთვის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენენ. ელექტრონები ასევე იმყოფებიან ატომებში, რომლებიც მოძრაობენ პროტონებისა და ნეიტრონების გარშემო. მათი უარყოფითი მუხტი ანეიტრალებს პროტონების დადებით მუხტს, რის გამოც მატერიას შეუძლია დარჩეს ნეიტრალური. გამტარში გადაადგილების დროს ელექტრონები პასუხისმგებელი არიან ელექტროობაზე. ელექტრონული ნეიტრინო — ყველაზე მრავალმრიცხოვანი ელემენტარული ნაწილაკი სამყაროში. ჩვენს სხეულში ყოველ წამს გადის ათასობით მილიარდი ელექტრული ნეიტრინო. ისინი არ ურთიერთქმედებენ მატერიასთან, რის შედეგადაც მათი აღმოჩენა ძალზედ რთულია.

მატერიის მეორე თაობა შედგება ეს-კვარკებისა (s) და ცე-კვარკებისაგან (c), ასევე მიუონი (μ) და მიუონური ნეიტრინო (νμ). ამ ელემენტარულ ნაწილაკებს აქვთ უფრო მეტი მასა ვიდრე ნაწილაკებს მატერიის პირველი თაობიდან.

მატერიის მესამე თაობა შედგება b-კვარკებისა (b) და t-კვარკებისაგან (t), ასევე ტაუ-ლიპტონი (τ) და ტაუ-ნეიტრინოτ). აღნიშნული ნაწილაკები შედარებით მასიურები არიან წინა ორი თაობის ნაწილაკებთან შედარებით.

მატერიის მეორე და მესამე თაობის ნაწილაკები საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენენ სამყაროში. სამყარო ძირითადად შედგება მატერიის პირველი თაობის ელმენტარული ნაწილაკებისაგან. მატერიალური ჯგუფის ნაწილაკები სამყაროში არსებობენ ორ ფორმაში. დამტკიცებულია, რომ არსებობს მატერიის კიდევ ერთი ფორმა, რომელსაც ეწოდება ანტიმატერია. ესაა სარკისებური ანარეკლი ზემოთჩამოთვლილი ელემენტარული ნაწილაკებისა. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ელექტრული მუხტის საპირისპირო მნიშვნელობით განისაზღვრება, მაშინ როცა ნაწილაკების ყველა სხვა დანარჩენი თვისება იდენტურია.

არამატერიალური ჯგუფი რედაქტირება

მეორე ჯგუფი, რომელიც არ შეადგენს მატერიას ეწოდება ბოზონები. ბოზონები ესაა ნაწილაკი, რომლებიც მოქმედებენ როგორც გადამცემი, რომელიც უზრუნველყოფს ნაწილაკების ურთიერთქმედებას გარკვეულ დისტანციაზე. ოთხ მათგან ეწოდება კალიბრული ბოზონები. თითოეული კალიბრაციული ბოზონი წარმოადგენს ურთიერთქმედების ძალას სამყაროში.

ფოტონი (γ) — კალიბრაციული ბოზონი დაკავშირებული ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებასთან. ის მოძრაობს სინათლის სიჩქარით (300,000 კმ/წმ) და წარმოქმნის მაგნეტიზმსა და თავად სინათლეს.

გლუონი (g)— კალიბრაციული ბოზონი დაკავშირებული ძლიერ ურთიერთქმედებასთან. იგი თავს იჩენს მიკროსკოპულ მასშტაბებში და მოქმედებს ძლიერად. ის აკავშირებს ერთმანეთთან კვარკებს (u, d) რომლებიც ქმნიან პროტონებსა და ნეიტრონებს.

Z0, W- და W+ — კალიბრაციული ბოზონები დაკავშირებული სუსტ ურთიერთქმედებასთან. აღნიშნული ძალა საფუძვლად უდევს ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა ნაწილაკების რადიოაქტიურობა და ბირთვული სინთეზი, რომელიც მიმდინარეობს მზის მაგვარ ვარსკვლავებში.

ჰიქსის ბოზონი (H0) — კიდევ ერთი ბოზონი სტანდარტულ მოდელში. ჰიქსის ბოზონი სინამდვილეში წარმოადგენს არა ძალას არამედ ველს, რომელიც ანიჭებს ნაწილაკებს მასას, ორმლებიც აღნიშნულ ველში მოძრაობენ. რაც უფრო მეტი ნაწილაკი ურთიერთქმედებს ჰიქსის ველთან მით დიდია მათი მასა.

სამყაროში არსებობს ელემენტარული ნაწილაკების დიდი მრავალფეროვნება, რომელთაც სტანდარტული მოდელი აერთიანებს ერთიან თეორიაში. მიუხედავა ამისა სტანდარტულ მოდელს არ შეუძლია ახსნას ყველაფერი. მაგალითად სტანდარტული მოდელი არ მოიცავს გრავიტაციას, რომელიც ფაქტია, რომ არსებობს სამყაროში. იმისათვის, რომ გრავიტაცია აეხსნათ, მეცნიერებმა ჰიპოტეტურად დაუშვეს ბოზონის — გრავიტონის — არსებობა, რომელსაც უნდა გადაეტანა გრავიტაციული ურთიერთქმედება, თუმცა მისი არსებობა დღემდე რჩება სუფთა ჰიპოტეტურად.

ელემენტარული ნაწილაკების კატეგორიზაცია მასის მიხედვით რედაქტირება

სტანდარტული მოდელის ყველა ელემენტარული ნაწილაკის მასა უდრის ნულს. ყველა ფორმულა, კანონი დაცულია, მხოლოდ იმ პირობით თუ ნაწილაკებს თავდაპირველად არ გააჩნიათ მასა. აღნიშნულისდა მიხედვით შეიძლება ელემენტარული ნაწილაკების კატეგორიზაცია მასის მიხედვით:

1. უმასო ნაწილაკები — ფოტონები და გლუონები. ელემენტარული ნაწილაკები, რომლებიც უპრობლემოდ გადაადგილდებიან სამყაროში;
2. ჰიქსის მექანიზმი — W- და Z-ბოზონები. სუსტი ურთიერთქმედების გადამტანები. ისინი მასას იძენენ ჰიქსის მექანიზმის შედეგად;
3. კერალური სიმეტრიის დარღვევა ჰიქსის ველში — სამი ლეპტონისა (e, μ, τ) და კვარკების (d, s, b, u, c, t) მასების წარმოქმნა ჰიქსის სხვა პროცესში;
4. უცნობი მასის წარმოქმნის მექანიზმი — სამი ნეიტრინო (νe, νμ, ντ);
5. მასა გააჩნია თავიდანვე — ჰიქსის ბოზონი.

ზემოთჩამოთვლილ ხუთი ჯგუფის საერთო მასა შეადგენს სამყაროს მასის მხოლოდ 0.16%-ს.

6. კერალური სიმეტრიის დარღვევა კვარკულ კონდენსატში — ასჯერ მეტი მასა (16%) გენერირდება კვარკებისაგან შედგენილ ნაწილაკებში — ჰადრონებში (პროტონები, ნეიტრონები, მეზონები).
7. უცნობი მასის წარმოქმნის მექანიზმი — ბნელი მატერია. შეიცავს სამყაროს მასის ~84%-ს. იგი არ ექვემდებარება ელექტრომაგნეტიზმს და მის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Yang, C. N.; Mills, R. (1954). „Conservation of Isotopic Spin and Isotopic Gauge Invariance“. Physical Review. 96 (1): 191–195. Bibcode:1954PhRv...96..191Y. doi:10.1103/PhysRev.96.191.
  2. Cho, Adrian. (5 February 2021) Postage stamp to honor female physicist who many say should have won the Nobel Prize.
  3. S.L. Glashow (1961). „Partial-symmetries of weak interactions“. Nuclear Physics. 22 (4): 579–588. Bibcode:1961NucPh..22..579G. doi:10.1016/0029-5582(61)90469-2.
  4. S. Weinberg (1967). „A Model of Leptons“. Physical Review Letters. 19 (21): 1264–1266. Bibcode:1967PhRvL..19.1264W. doi:10.1103/PhysRevLett.19.1264.
  5. A. Salam (1968). N. Svartholm. რედ. Eighth Nobel Symposium. Stockholm: Almquvist and Wiksell. pp. 367.
  6. F. Englert; R. Brout (1964). „Broken Symmetry and the Mass of Gauge Vector Mesons“. Physical Review Letters. 13 (9): 321–323. Bibcode:1964PhRvL..13..321E. doi:10.1103/PhysRevLett.13.321.
  7. P.W. Higgs (1964). „Broken Symmetries and the Masses of Gauge Bosons“. Physical Review Letters. 13 (16): 508–509. Bibcode:1964PhRvL..13..508H. doi:10.1103/PhysRevLett.13.508.
  8. G.S. Guralnik; C.R. Hagen; T.W.B. Kibble (1964). „Global Conservation Laws and Massless Particles“. Physical Review Letters. 13 (20): 585–587. Bibcode:1964PhRvL..13..585G. doi:10.1103/PhysRevLett.13.585.
  9. F.J. Hasert; et al. (1973). „Search for elastic muon-neutrino electron scattering“. Physics Letters B. 46 (1): 121. Bibcode:1973PhLB...46..121H. doi:10.1016/0370-2693(73)90494-2.
  10. F.J. Hasert; et al. (1973). „Observation of neutrino-like interactions without muon or electron in the Gargamelle neutrino experiment“. Physics Letters B. 46 (1): 138. Bibcode:1973PhLB...46..138H. doi:10.1016/0370-2693(73)90499-1.
  11. F.J. Hasert; et al. (1974). „Observation of neutrino-like interactions without muon or electron in the Gargamelle neutrino experiment“. Nuclear Physics B. 73 (1): 1. Bibcode:1974NuPhB..73....1H. doi:10.1016/0550-3213(74)90038-8.
  12. D. Haidt. (4 October 2004) The discovery of the weak neutral currents. CERN Courier. ციტირების თარიღი: 8 May 2008
  13. Gaillard, Mary K.; Grannis, Paul D.; Sciulli, Frank J. (January 1999). „The Standard Model of Particle Physics“. Reviews of Modern Physics. 71 (2): S96–S111. arXiv:hep-ph/9812285. Bibcode:1999RvMPS..71...96G. doi:10.1103/RevModPhys.71.S96. S2CID 119012610.
  14. D.J. Gross; F. Wilczek (1973). „Ultraviolet behavior of non-abelian gauge theories“. Physical Review Letters. 30 (26): 1343–1346. Bibcode:1973PhRvL..30.1343G. doi:10.1103/PhysRevLett.30.1343.
  15. H.D. Politzer (1973). „Reliable perturbative results for strong interactions“ (PDF). Physical Review Letters. 30 (26): 1346–1349. Bibcode:1973PhRvL..30.1346P. doi:10.1103/PhysRevLett.30.1346. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2018-07-19.
  16. Dean Rickles (2014). A Brief History of String Theory: From Dual Models to M-Theory. Springer, p. 11 n. 22.
  17. Aubert, J.; et al. (1974). „Experimental Observation of a Heavy Particle J“. Physical Review Letters. 33 (23): 1404–1406. Bibcode:1974PhRvL..33.1404A. doi:10.1103/PhysRevLett.33.1404.
  18. Augustin, J.; et al. (1974). „Discovery of a Narrow Resonance in e+e Annihilation“. Physical Review Letters. 33 (23): 1406–1408. Bibcode:1974PhRvL..33.1406A. doi:10.1103/PhysRevLett.33.1406.
  19. Pais, A.; Treiman, S. B. (1975). „How Many Charm Quantum Numbers are There?“. Physical Review Letters. 35 (23): 1556–1559. Bibcode:1975PhRvL..35.1556P. doi:10.1103/PhysRevLett.35.1556.
  20. Cao, Tian Yu (1 October 2019). Conceptual Developments of 20th Century Field Theories. Cambridge University Press, გვ. 320. DOI:10.1017/9781108566926. ISBN 978-1-108-56692-6. 
  21. A model is a representation of reality, whereas a theory is an explanation of reality; this Wikipedia article and some of the literature refers to the Standard Model as a theory.
  22. Weinberg, Steven. This World and the Universe. Talks at Google. ციტირების თარიღი: 29 March 2022
  23. World Science Festival (2015). ციტირების თარიღი: 29 March 2022
  24. Q&A with Standard Bearer Steven Weinberg.