სტალაგნატი ან სტალაქტონი — ნაღვენთ-ნაწვეთი ქემოგენური დანალექი კარსტულ მღვიმეებში. წარმოადგენს სტალაქტიტისა და სტალაგმიტის შეერთებით წარმოქმნილ სვეტს. სტალაგნატი სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების გვიანდელი სტადიაა. სტალაგნატები გავრცელებულია საქართველოს კარსტულ მღვიმეებშიც, ამ მხრივ აღსანიშნავია ახალი ათონისა და სათაფლიის მღვიმები. იტალიაში მდებარე ისპინიგოლის მღვიმეში მდებარეობს ევროპის უმაღლესი სტალაგნატი, რომლის სიმაღლე 38 მ აღწევს.

ევროპის უმაღლესი სტალაგნატი ისპინიგოლის მღვიმეში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება