სტავრიდა (ლათ. Trachurus) — თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი თითიტარისებრი, წვრილკუდიანი სხეულის სიგრძე 50 სმ, მასა 400 გ აღწევს. შეიცავს 10 სახეობას, ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის სუბტროპიკულ და ზომიერად თბილ წყლებში. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება 1 ქვესახეობა (Trachurus mediterraneus ponticus). აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, ამზადებენ კონსერვებს.

სტავრიდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Trachurus

ლიტერატურა რედაქტირება